მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

  თვითმმართველობა

რა არის თვითმმართველობის არსი?
თვითმმართველობის არსი არის მოქალაქის უფლება მიიღოს მონაწილეობა ადგილობრივი საზოგადოების წინაშე არსებული მნიშვნელოვანი საკითხების გადაწყვეტაში. მოქალაქეთა მიერ თვითმმართველობის უფლების გამოყენება იწყება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობით და გრძელდება მათი მონაწილეობით ადგილობრივი საზოგადოების წინაშე არსებული პრობლემების გადაწყვეტაში. სწორედ მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობის განხორციელებაში არის თვითმმართველობის დამოუკიდებლობის უმთავრესი გარანტი და თვითმმართველობის განხორციელების შეფასების ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმიც - რაც უფრო მეტი მოქალაქეა ჩართული თვითმმართველობის განხორციელებაში, მით უფრო მეტია თვითმმართველობის განხორციელების ხარისხი. ამავდროულად, თვითმმართველობა არის არა მხოლოდ უფლება, არამედ პასუხისმგებლობაც მიღებულ გადაწყვეტილებებსა და შესრულებულ საქმიანობაზე. თვითმმართველობის მთავარი სუბიექტია ადგილობრივი საზოგადოება.

როგორ განმარტავს ადგილობრივ თვითმმართველობას საქართველოს კანონმდებლობა?
ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით ადგილობრივი თვითმმართველობა განიმარტება როგორც „თვითმმართველ ერთეულში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეთა უფლება და შესაძლებლობა, მათ მიერ არჩეული ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მეშვეობით, საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე გადაწყვიტონ ადგილობრივი მნიშვნელობის საკითხები.“

როგორია თვითმმართველობის ორგანოების ინსტიტუციური მოწყობა?
კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობა გამიჯნულია წარმომადგენლობით და აღმასრულებელ ორგანოებად.

(2016 წლის 1 სექტემბრის მდგომარეობით)

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო

ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო – გამგეობა\მერია