მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

  ჩვენს შესახებ
ფილიალები გამგეობა თანამშრომლები

წინაისტორია

1994 წელს საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების და განვითარების საერთაშორისო ცენტრში შეიქმნა ბიზნეს სამართლის დეპარტამენტი, რომელიც 1995 წლის ბოლოს გამოეყო მას და 1996 წლის 8 თებერვალს რეგისტრაცია გაიარა "საქართველოს ბიზნეს სამართლის ცენტრის" სახელწოდებით. სწორედ ამ სახელით გაიცნო იგი ქართულმა საზოგადოებამ და საერთაშორისო თანამეგობრობამ. 2002 წელს ორგანზაციის საქმიანობების არეალის მკვეთრი გაფართოების გამო და მართვის სტრუქტურის ოპტიმიზაციის მიზნით გამგეობამ შეიმუშავა რეორგანიზაციის ერთწლიანი გეგმა. გარდაქმნების შედეგად 2003 წლის 25 ივნისიდან ბიზნეს სამართლის ცენტრი ფონდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტად ჩამოყალიბდა.

მისია

ორგანიზაციის მისიაა მდგრადი პოზიტიური ცვლილებების ხელშეწყობა, ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის აღმოფხვრისათვის.

მიზანი

  1. სამოქალაქო საზოგადოების განვითარება;
  2. სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისათვის ეფექტური საარსებო გარემოს ფორმირება;
  3. საზოგადოების ცნობიერებისა და სამოქალაქო აქტივობის ზრდა;
  4. დემოკრატიული ღირებულებების დამკვიდრება;
  5. კანონის უზენაესობა;
  6. ეფექტური მმართველობა და მდგრადი ინსტიტუტების ფორმირება;
  7. ეფექტური საჯარო პოლიტიკის ფორმირება და ადმინისტრირების გაუმჯობესება;
  8. ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარება;
  9. მდგრადი ეკონომიკური განვითარება და სიღარიბის დაძლევა.

  წლიური ანგარიშები
  საკონტაქტო ინფორმაცია
თბილისი 0171, 26 მაისის მოედანი2, V სართული
ტელ/Tel: (995 32) 2 365 675 ფაქსი/Fax:(995 32) 2 363 600
ელ. ფოსტა/e-mail: adm@civilin.org