მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

  ჩვენს შესახებ
ფილიალები გამგეობა თანამშრომლები

ვაჟა სალამაძე - გამგეობის თავმჯდომარე

ვაჟა სალამაძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დამფუძნებელია. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 26 წლიანი გამოცდილება, საიდანაც 18 წელი დაუთმო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებასა და მათი ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. მას აქვს საჯარო პოლიტიკის ანალიზის, სხვადასხვა სფეროებში პოლიტიკის ფორმირების, ასევე საკანონმდებლო აქტების ინიცირების და მათი ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე ლობირების გამოცდილება. იგი ასევე ასწავლის პოლიტიკის ანალიზს საქართველოსს ხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ვაჟა სალამაძეს აქვს საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება. 2010-2012 წლებში ის იყო "განვითარების სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის ღია ფორუმის" თანათავმჯდომარე.ამჟამად ის არის "საზოგადოებრივი ორგანიზაციების პარტნიორობა ეფექტური განვითარებისათვის" გლობალური საბჭოს წევრი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ჩამოყალიბებამდე, ვაჟა სალამაძე მუშაობდა საქართველოს მთავრობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. მას აქვს მისურის უნივერსიტეტის (სენტლუისი, აშშ)საჯარო პოლიტიკის და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დიპლომი და თბილისის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის დიპლომი.

ქეთი მელიქაძე

ქეთევან მელიქაძე გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის სოციალური კეთილდღეობის პროგრამის ხელმძღვანელია. მისი ძირითადი საქმიანობა არის ხელი შეუწყოს მთავრობას იმგვარი სერვისებისა და სისტემების განვითარებაში, რომელიც დაიცავს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე, ძალადობის მსხვერპლ, სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფ და ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს. მას განათლება მიღებული აქვს ისეთი მიმართულებებით როგორებიცაა: მედიცინა, ჟურნალისტიკა, ეკონომიკა, საჯარო პოლიტიკა და მენეჯმენტი. ქეთევანი არის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და აქვს საერთაშორისო განვითარების პოლიტიკის მაგისტრის ხარისხი. მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოციალური პროგრამებისა და პროექტების პოლიტიკის ანალიტიკოსი და კონსულტანტი; ბავშვთა და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პრობლემებზე მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციის მენეჯმენტი; საჯარო პოლიტიკისა და პოლიტიკის ანალიზის მიმართულებით ლექციები და გაკვეთილები სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. ქეთევან მელიქაძე არის სხვადასხვა პროფესიული ასოციაციის წევრი, ასევე რამდენიმე პუბლიკაციის თანაავტორი, მათ შორის ალტერნატიული სასჯელი საქართველოში (2007); განათლების ხელმისაწვდომობა (2004); განათლება და სიღარიბის დაძლევა საქართველოში (2003).

ვაჟა ლალებაშვილი

ვაჟა ლალებაშვილი გამგეობის წევრია 2011 წლიდან. მას აქვს საჯარო, საზოგადოებრივ და ბიზნეს სექტორში მუშაობის 35 წლიანი გამოცდილება. მან მოღვაწეობა დაიწყო საჯარო სექტორში, მუშაობდა ახალგაზრდობის საკითხებზე, საქართველოს უზენაეს საბჭოსა და მინისტრთა კაბინეტში ეკონომიკურ რეფორმებზე. საზოგადოებრივ ორგანიზაციაში - საქართველოს ეკონომიკის რეფორმირების და განვითარების ცენტრში ხელმძღვანელობდა ეკონომიკური პოლიტიკის განყოფილებას. ამჟამად იგი შპს “აუდიტ-ცენტრის” დამფუძნებლი და დირექტორია. იგი სერტიფიცირებული აუდიტორია. აქვს კვლევების, საჯარო პოლიტიკაზე მუშაობის და მართვის სერიოზული გამოცდილება.