მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

  მიმდინარე პროექტები

ინფორმაციის თავისუფლება მონაწილეობითი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

პროექტი მიზნად ისახავს მმართველობის გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული პრაქტიკის დანერგვას თვითმმართველ ქალაქ ბათუმში, ინფორმაციის თავისუფლების მარეგულირებელი კანონმდებლობის ეფექტური გამოყენების ხელშეწყობისა და სამოქალაქო ჩართულობის შესახებ მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების გზით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, ჩატარდება ინფორმაციის თავისუფლების არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის სიღრმისეულ ანალიზი, იმ სისტემური და კომპეტენციის კუთხით არსებული გამოწვევების გამოსავლენად, რაც საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობას აფერხებს. ანალიზის შედეგებზე დაყრდნობით, უზრუნველვყოფთ როგორც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, ისე ბათუმის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლების შესაძლებლობების გაძლიერებას, და ადვოკატირების კამპანიას განახორციელებას საჯარო ინფორმაციაზე მოთხოვნის წახალისებისა და საზოგადოებრივი პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ინფორმირებული ჩართულობის ხელშესაწყობად. მონაწილეობითი გადაწყვეტილების მიღების კულტურისა და პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (ბათუმი) შეიქმნება საინიციატივო ჯგუფები აქტიური მოქალაქეების (მათ შორის, ახალგაზრდების), სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისა და მერიასა და საკრებულოსთან არსებული სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოების წარმომადგენლების მონაწილეობით, და მხარს დაუჭერს ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად მათ მიერ ინიცირებულ სამოქალაქო მონიტორინგისა და ადვოკატირების აქტივობებს. საჯარო ინფორმაციაზე მოქალაქეთა მხრიდან მოთხოვნის გაზრდისა და ინფორმაციის თავისუფლების არსებული კანონმდებლობისა და პრაქტიკის ეფექტურობის ამაღლების გზით, პროექტი ასევე ხელს შეუწყობს მარეგულირებელი გარემოს გაუმჯობესებას. ამ მიზნით, შემუშავდება ქმედითი რეკომენდაციები ინფორმაციის თავისუფლების კანონმდებლობის ანალიზისა და მონაწილეობითი სამოქალაქო მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მიგნებების საფუძველზე, და ადგილობრივ ხელისუფლებასთან ადვოკატირებას განახორციელებს მათი გათვალისწინების მიზნით. პროექტის ბენეფიციარები ბათუმის მოქალაქეები - როგორც ქალები, ისე კაცები - იქნებიან, რადგან საჯარო ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობისა და სამოქალაქო ჩართულობის გაუმჯობესება ხელს შეუწყობს საჯარო გადაწყვეტილების მიღების პროცეზე სამოქალაქო საზოგადოების ზეგავლენის გაზრდას და შესაბამისად, ხელისუფლების ანგარიშვალდებულების ამაღლებას.
ვრცლად >>


მონაწილეობითი პრინციპები გურიის ტურიზმის განვითარების სტრატეგიისათვის

აღნიშნულ სამწლიან პროექტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტი წარმოადგენს გრანტის მიმღებს. იგი უზრუნველყოფს პროექტის ზოგად და ფინანსურ მართვას. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტი და თვითმმართველი ქალაქი ოზურგეთი წარმოადგენენ თანა-ბენეფიციარებს, რომლებიც განახორციელებენ პროექტის გათვალისწინებულ აქტივობებს. პროექტში აგრეთვე ჩართულია ორი არასამათავრობო ორგანიზაცია - სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი და ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. ისინი, როგორც პარტნიორი ორგანიზაციები, უზრუნველყოფენ პროექტის მართვასა და ფასილიტაციას. პროექტის გუნდი საერთო პრინციპებზე დაყრდნობით, ერთიანი ძალებით იმუშავებს გურიის ტურიზმის განვითარებაზე. პროექტი წარმოადგენს საჯარო, გამჭვირვალე და მჭიდრო ურთიერთთანამშრომლობაზე დაფუძნებულ პროცესს, რომელიც მიზნად ისახავს გურიის ტურიზმის სექტორის მდგრადი და ინკლუზიური განვითარების ხელშეწყობას. აღნიშნული პროექტის აერთიანებს სხვადასხვა ხედვას, ინტერესს, ამასთანავე, სახელმწიფო ორგანოების, კერძო სექტორისა და სამოქალაქო საზოგადოების საჭიროებებს. აერთიანებს რა გურიის ყველა მუნიციპალიტეტს, პროექტი ხელს შეუწყობს ადგილობრივი რესურსებისა და რეგიონის ტურისტული პოტენციალის ეფექტურად, სამართლიანად გამოყენებას რათა მოქალაქეებმა და შემდგომ მომავალმა თაობებმა შეძლონ საარსებო გარემოს შენება მდგრად საძირკველზე. მონაწილეობითი პროცესი ე.წ. CHARETTE უზრუნველყოფს ადგილობრივი საჭიროებებისა და მოთხოვნების სრულად გათვალისწინებას, ასევე იმ პროექტებსა და ინიციატივებზე ფოკუსირებას, რომლის საშუალებითაც მოხდება განხორციელებადი ტერიტორიული განვითარების სამოქმედო გეგმების შემუშავება, რომელიც შემდგომ ხელს შეუწყობს გურიის რეგიონის მდგრად და ყოვლისმომცველ განვითარებას. დასახული მიზნების მისაღწევად პროექტი მიმართულია:

  • ადგილობრივ თვითმმართველობასა და ადგილობრივ არასახელისუფლო აქტორებს შორის თანამშრომლობითი და ეფექტური ურთიერთობის ჩამოყალიბებაზე.
  • გურიის ტურისტული პოტენციალის გამოკვლევასა და შეფასებაზე.
  • ტურისტული ადგილებისა და შესაბამისი ბიზნეს სექტორების მდგრადი განვითარებისთვის მონაწილეობითი სტრატეგიული და სამოქმედო გეგმების შემუშავებაზე.
  • მოქალაქეთა მცირემასშტაბიანი აქტივობების მხარდაჭერაზე და განსაზღვრული ტურისტული ინფრასტრუქტურისა და ეკონომიკური პროექტების განვითარების ლობირებაზე რეგიონულ და ეროვნულ დონეზე.

ვრცლად >>


გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელoრუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში.

გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელoრუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში. ორგანიზავია "საბინაო მეურნეობის ინიციატივამ აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO) საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად დაიწყო პროექტის: ,,გზად საბინაო სექტორის რეფორმებისკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიას, საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინაში" განხორციელება. პროექტი, რომლის ხანგრძლივობის ვადა განისაზღვრება 3 წლით, მიზნად ისახავს: საცხოვრებლის მართვის გაუმჯობესებასა და საცხოვრებელი სახლების ენერგეტიკული სანაციის მხარდაჭერას პარტნიორ ქვეყნებში 10 რესურს-ცენტრის მეშვეობით. პროექტის გახსნის ღონისძიება გაიმართება 2015 წლის 29 ივლისს საქართველოს პარლამენტში, თბილისში.

პროექტში მონაწილე ქვეყანებში საცხოვრებელი მეურნეობის სექტორი პრობლემურია. განსაკუთრებით ცუდ მდგომარეობაშია პანელური ტიპის მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. სრულმაშტაბიანი სანაციის შეფერხების მიზეზები სხვადასხვაა: საცხოვრებლის არაეფექტური მართვა, ფინანსური რესურსის არყოფნა, სიახლის (,,ნოუ-ჰაუს") და პოლიტიკური მხარდაჭერის არ ქონა.

ასეთი წინაღობების არსებობისას იწყება პროექტი, რომლის მიზანია:

  • პოპულარიზაცია გაუწიოს ისეთ თემებს, როგორიცაა საცხოვრებლის მართვა და ენერგოეფექტური სანაცია, აგრეთვე, ადაპტირებული საცხოვრებელი გარემო მრავალბინიან სახლებში.
  • გამოავლინოს ენერგოეფექტური ღონისძიებების დანერგვის შეზღუდვები და შესაძლებლობები აზერბაიჯანის, ბელორუსიის, საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის საცხოვრებელ ფონდში.
  • მხარი დაუჭიროს რეფორმებს საცხოვრებელ სექტორში და გაამყაროს სამოქალაქო საზოგადოების როლი, როგორც სადამკვირვებლო ინსტიტუტის.
  • აამაღლოს მონაწილეთა კვალიფიკაცია სემინარების, სამუშაო შეხვედრების და საგანმანათლებლო გასვლითი ღონისძიებების საშუალებით.
  • აამაღლოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების პოტენციალი ტენდერებში მონაწილეობის მისაღებად.
  • გააუმჯობესოს ურთიერთობა საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების ორგანოებს შორის ცენტრალურ, რეგიონალურ და ადგილობრივ დონეზე.
  • წაახალისოს საზოგადოებრივი ორგანიზაციები, რათა მათ პოლიტიკურ დონეზე აქტიურად მიიღონ მონაწილეობა მრავალდონიანი მართვის მიდგომების მხარდაჭერის პროცესში და, ამავე დროს, გაამყარონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები/გაერთიანებები, როგორც მნიშვნელოვანი აქტორები განვითარების დაგეგმარებაში.
  • გაამყაროს თანამშრომლობა გერმანულ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებს შორის.

პროექტი ეხმარება მაცხოვრებლებს ეფექტური მართვის ორგანიზებაში, რომლებიც ხშირად მესაკუთრეებიც არიან, მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ პარტნიორ ქვეყნებში კანონით მაცხოვრებლებმა ორგანიზება უნდა გაუწიონ საცხოვრებელი სახლების მართვას. რეალურად კი მართვა ხორციელდება სახელმწიფო დაწესებულებების მიერ. თუმცა, სახელმწიფო დაწესებულებების მუშაობა ექვემდებარება მუდმივ კრიტიკას გამჭვირვალეობის ნაკლებობისა და კვალიფიცირებული კადრების არარსებობის გამო.

ამასთან, საინფორმაციო/საკონსულტაციო დახმარების დიდი საჭიროება იქმნება, რომელიც ბინათმესაკუთრეებს მისცემს შესაძლებლობას შექმნან ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (ბმა), უხელმძღვანელონ ამხანაგობებს და ამ გზით გაიუმჯობესონ თავიანთი მდგომარეობა. ბმა-ის მდგრადი ფუნქციონირებისათვის საჭიროა სტრუქტუირებული და მუდმივი ხელშეწყობა. ამისათვის საჭიროა რესურს- ცენტრების შექმნა და გაძლიერება, რომლებიც ხელს შეუწყობენ მათ ცოდნის ამაღლებას საბინაო მეურნეობის საკითხებში

არასამთავრობო ორგანიზაციებს საბინაო მეურნეობის სფეროში (მაგ.: ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები, სოციალური რესურს-ცენტრები, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებები და ა. შ.) შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ საჯარო ტენდერებში და, აგრეთვე, შეუძლიათ მიიღონ ფინანსური და ტექნიკური დახმარება რესურს-ცენტრების შექმნისა და გაძლიერებისათვის.

რესურს-ცენტრების მიზნები და ამოცანები:

  • მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების ამაღლება მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების საკითხებზე, რაც ბმა-ს შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპებია
  • სასწავლო სემინარების და ტრენინგების ჩატარება ბმა-ს შექმნის და საქმიანობის საკითხებზე
  • ყოველდღიური კონსულტაციების გაწევა "ცხელი ხაზის" საშუალებით საგანმანათლებლო საქმიანობების გატარება ბუღალტერებისათვის.
  • ბმა-ს დახმარება შეხვედრების ორგანიზებასა და მოწყობაში, აუცილებლობის შემთხვევაში კი ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა
  • ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა და მოქალაქეთა ადგილებზე განათლება
  • რეკომენდაციების შესამუშავებლად ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ბმა-ების ძალისხმევის გაერთიანება კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით
  • საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზება ბმა-ების პარტნიორ ქალაქებში
  • პარტნიორ-ქალაქებში ურთიერთთანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ფონდებთან და ორგანზაციებთან ბმა-ების განვითარებისათვის ორგანიზაციული და ფინანსური დახმარების გაწევის გზით.

საკონტაქტო პირი
იოჰან შტრეზე
ტელ: +49 3020605487
strese@iwoev.org
ლარისა შრეკენბახ
ტელ: +49 3020605487
schreckenbach@iwoev.org
პროექტის კოორდინაცია
IWO - ინიციატივა საცხოვრებელი მეურნეობა აღმოსავლეთ ევროპაში, ბერლინი.
პროექტის პარტნიორები
უკრაინა
ლვოვის საცხოვრებლი სახლების მესაკუთრეთა ასოციაცია და უძრავი ქონების მართვის სამეურნეო არაკომერციული ასოციაცია (ფონდი) საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა საკუთრების არასეხელმწიფოებრივი ფორმები.
აზერბაიჯანი
ქონების ბაზრის მონაწილეები
საქართველო
ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოში,
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი ,,აფხაზეთი"
მოლდოვა
ქალაქების განვითარების ინსტიტუტი
ბელორუსია
უძრავი ქონების მენეჯმენტის საერთაშორისო ასოციაცია (МАНМ)
საერთაშორისო საზოგადოებრივი გაერთიანება („ეკოპროექტი")
ასოცირებული პარტნიორები
ლვოვის ინვალიდების ადგილობრივი ასოციაცია სრულიადუკრაინული ინვალიდების ორგანიზაცია „ორგანიზაციების კავშირი უკრაინის ინვალიდები"
ვრცლად >>


ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტები