მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

  კვლევები

მოხალისეობა–საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო
კვლევა მოიცავს მოხალისეობის არსის, ფუნქციის განსაზღვრას, მოხალისეობის საერთაშორისო პრაქტიკის ანალიზსა და საქართველოში მოხალისეობის შესახებ სამართლებრივი ბაზის შექმნისთვის საჭიროებების გამოვლენას.


კვლევა-მოქალაქეთა მონაწილეობა თვითმმართველობაში
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" ფინანსური მხარდაჭერით, 2009 წელს ჩაატარა კვლევა, რომლის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის შესწავლა, მიღებული შედეგების საფუძველზე ძირითადი დასკვნებისა და სფეროს წამყვანი ექსპერტების მონაწილეობით სათანადო რეკომენდაციების შემუშავება.


საქართველოს შრომის კოდექსის მონიტორინგის ანგარიში


რეკომენდაციები საქართველოს შრომის კოდექსთან დაკავშირებით
მომზადებულია შრომის კოდექსის მონიტორინგის ანგარიშის საფუძველზე


არასამეწარმეო იურიდიული პირების სტატუსის მარეგულირებელი სამოქალაქო კოდექსის ნორმების კვლევა.


საქველმოქმედო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემო საქართველოში
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ 2007 წლის ოქტომბერ-დეკემბერში ჩატარდა საქველმოქმედო სტატუსის მიღებასთან და მასთან დაკავშირებული საგადასახადო შეღავათების პრაქტიკაში განხორციელების კვლევა.
კვლევის ძირითადად მიზანს წარმოადგენდა, ქვეყანაში საქველმოქმედო საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო გარემოს შესწავლა.


სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის გადაცემა ("აუტსორსინგი") - სოციალური ზრუნვის სისტემის გაუმჯობესების ალტერნატივა


"ზრუნვაზე ორიენტირებლი საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს საექსპერტო კვლევა
2007 წლის ოქტომბერში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ ჩატარებულ იქნა ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს საექსპერტო კვლევა. კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ გარემოს შეფასება, რომელშიც უწევს ფუნქციონირება ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებს.


"სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის მონიტორინგის ანგარიში
(2007 წლის სექტემბრის მდგომარეობით)
სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტის სამართლის პროგრამის პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში" - ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" თანამშრომლობით, განხორციელდა "სააღსრულებო წარმოების შესახებ" საქართველოს კანონის მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანი იყო კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენა, რომლის საფუძველზეც შემუშავდა შესწორებები - მომზადდა კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი.


სოციალური პოლიტიკის, მისი აქტორების და სოციალური ზრუნვის ჯგუფების მიმართ საქართველოს მოსახლეობის ინფორმირებულობის და დამოკიდებულებების შესწავლა
წინამდებარე კვლევა ჩატარდა 2007 წლის ივლისში და მის ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს მოსახლეობის დამოკიდებულების შესწავლა ქვეყნის სოციალური პოლიტიკის, მისი აქტორების და სოციალური ზრუნვის ჯგუფების მიმართ.


საქართველოს ზრუნვაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კვლევა
2007 წლის მარტი-აპრილის თვეში გამოიკითხა სოციალურ საკითხებზე მომუშავე 104 მოქმედი ორგანიზაცია თბილისსა და რეგიონებში. კვლევისას მიღებული შედეგები იძლევა დაზუსტებულ ინფორმაციას საქართველოში მოქმედი ზრუნვაზე ორიენტირებული ორგანიზაციების საქმიანობის, სერვისების, სამიზნე ჯგუფების შესახებ რეგიონალურ ჭრილში, მათი ინსტიტუციონალური განვითარების დონისა და შესაძლებლობების შესახებ, რაც სასარგებლო იქნება დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის განმახორციელებელ სახელმწიფო სტრუქტურების, საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ დონორ ორგანიზაციების და საზოგადოებრივ ორგანიზაციებისათვის.


საქართველოს არასამეწარმეო კანონმდებლობა გამოწვევები და პერსპექტივა
დოკუმენტი იკვლევს საქართველოს არასამეწარმეო კანონმდებლობას, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დაფინანსების არსებულ მექანიზმებს, ამ ორგანიზაციების დაფინანსების პრაქტიკას საზღვარგარეთის ქვეყნებში, რის საფუძველზეც განსაზღვრავს არასამეწარმეო იურიდიული პირების მარეგულირებელი კანონმდებლობის განვითარების პრიორიტეტულ მიმართულებებს, განსაკუთრებული ხაზგასმით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური სტაბილურობის და მდგრადობის უზრუნველყოფაზე.


"სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მონიტორინგიი
(2006 წელის სექტემბრის მდგომარეობით)
სამოქალაქო საზოგადოების ინსიტუტის სამართლის პროგრამის პროექტის - "სამოქალაქო საზოგადოება კანონშემოქმედებით პროცესში" - ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოსთან" თანამშრომლობით, განხორციელდა "სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის მონიტორინგი. მონიტორინგის მიზანი იყო კანონში არსებული ხარვეზების გამოვლენა, რომლის საფუძველზეც შემუშავდა შესწორებები - მომზადდა კანონში შესატანი ცვლილებების პროექტი და წარედგინა საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტს.<ბრ> მონიტორინგი ითვალისწინებდა კვლევას, რომელიც თბილისსა და ბათუმში ჩატარდა და მასში მონაწილეობა მიიღო 60-მდე რესპოდენტმა (შემსყიდველი ორგანიზაცია, მიმწოდებლები, ექსპერტები).


ბიზნეს - გარემოს მდგომარეობა სამეგრელოს რეგიონში
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამეგრელოს რეგიონში ბიზნეს-გარემოს მდგომარეობის შესწავლის მიზნით ჩაატარა კვლევა. იგი მოიცავს სამეგრელოს რეგიონში მოქმედი ბიზნეს - ორგანიზაციების გამოკითხვის შედეგებს, რომლის ერთ-ერთი მიზანი იყო იმ სიძნელეების წარმოჩენა, რომლებიც შესაძლებელია ჰქონდეთ ბიზნეს-ორგანიზაციებს ბიზნესის წარმოებისას. კვლევის მიზანს ასევე წარმოადგენდა ბიზნეს-ორგანიზაციების სტრუქტურის შესწავლა, მათ ორგანიზაციაში დასაქმებულთა რაოდენობა, სამსახურში თანამშრომელთა მიღების პროცედურები, დემოგრაფიული სურათი, რა დანახარჯებთან არის დაკავშირებული ორგანიზაციებში თანამშრომელთა შენახვა. არსებობს თუ არა თანამშრომელთა გადამზადების სისტემა და რა დამოკიდებულება აქვთ ბიზნეს-ორგანიზაციებს საკუთარი კადრის კვალიფიკაციის მიმართ.


სამეგრელოს ქალაქების - ზუგდიდის, სენაკის, ფოთის, ხობის შრომითი ბაზრის სტრუქტურის აღწერა
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა სამეგრელოს რეგიონის 4 ქალაქში - ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, ხობში - ჩაატარა კვლევა. კვლევის მიზანი იყო სამეგრელოს რეგიონის ამ 4 ქალაქში სამუშაო ძალის მდგომარეობის შეფასება სხვადასხვა პარამეტრის მიხედვით.


არასამეწარმეო ორგანიზაციების განვითარების შემაფერხებელი სამართლებრივი ბარიერები
კვლევის მიზანი იყო არასამეწარმეო სექტორის მარეგულირებელი სამართლებრივი საკითხების შესწავლა და იმ სამართლებრივი ბარიერების წარმოჩენა, რომლებიც ხელს უშლიან არასამეწარმეო სექტორის განვითარებას საქართველოში. კვლევა ჩატარდა საქართველოს 7 ქალაქში.