მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა

პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია

დონორი: Evangelischer Entwicklungsdienst - EED

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

სამუშაო პერიოდი: 01.10.06 - 31.03.11

პროექტის აღწერა

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2006 წლის ბოლოს დაიწყო პროექტი "სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრ ივი ორგანიზაციებისთვის ეფექტური საარსებო გარემოს შექმნა". პროექტის მიზანია სოციალურ სფეროზე ორიენტირებული ორგანიზაციების მარეგულირებელი საკანონმდებლო ბაზის, ზოგადად სამოქმედო გარემოს გაუმჯობესება, აღნიშნული ორგანიზაციების ინსტიტუციონალური და ორგანიზაციული განვითარების ხელშეწყობა, სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების და ხელისუფლების თანამშრომლობის ეფექტიანი მექანიზმის შემუშავება, სახელმწიფოს მიერ სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის მოქნილი მექანიზმის შექმნა, ქვეყანაში მიმდინარე დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროცესში ჩართვის გზით, სახელმწიფო სოციალური ზრუნვის სისტემის ჩამნაცვლებელი ალტერნატიული, საზოგადოებაზე დაფუძნებული ზრუნვის სისტემის განვითარების ხელშეწყობა სოციალურ სფეროზე ორიენტირებულ ორგანიზაციებზე დაყრდნობით, საზოგადოების სოციალური ცნობიერების ამაღლება. მიზნების მისაღწევად, პროექტი ითვალისწინებს ქვემოთჩამოთვლილ აქტივობებს:

  • სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების კვლევა;
  • სოციალური სფეროს აქტორების ქმედითუნარიანი ქსელის ჩამოყალიბება/მართვა;
  • სოციალურ სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების უფასო იურიდიული დახმარების ცენტრის შექმნა;
  • სოციალური სფეროზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ორგანიზაციების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შესწავლა/ანალიზი/სრულყოფა;
  • საერთაშორისო გამოცდილების შესწავლა/ანალიზი სოციალური მომსახურების საზოგადოებრივი ორგანიზაციებისგან შესყიდვის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და ხელისუფლების თანამშრომლობის, სახელმწიფო დაფინანსების კუთხით;
  • სოციალურსფეროზე ორიენტირებული საინფორმაციო სივრცის მონიტორინგი, სოციალური საკითხების მიმართ საზოგადოებრივი აზრის შესწავლა/ანალიზი, სოციალური გზამკვლევის გამოცემა.

პროექტის ფოტო მასალა

პროექტის აქტივობები

ჟურნალისტთა კონკურსის - ''ვიზრუნოთ ერთმანეთზე'' 2010
გამარჯვებულთა დაჯილდოვება

ერთად ვიზრუნოთ მომავალზე,
სოციალური საწარმო - განვითარების ახალი შესაძლებლობა
15 დეკემბერს, ივენთ ჰოლი

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის ღია ფორუმის პირველი საერთაშორისო ასამბლეა

სოციალური მეწარმეობა - ახალი ფურცელი თუ კარგად დავიწყებულ ძველ საწყისებზე დაბრუნება?

კონკურსი სოციალურ საკითხებზე მომუშავე ჟურნალისტებისთვის