მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ეკოლოგიურად უსაფრთხო სოფლის მეურნეობა

პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია

დონორი: ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი

გეოგრაფიული არეალი: აჭარა

სამუშაო პერიოდი: 01.04.11 - 30.11.11

პროექტის აღწერა

პროექტის მიზანია სასოფლო–სამეურნეო კულტურათა ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდოლოგიით წარმოების სწავლება, დემონსტრირება და პოპულარიზაცია მაღალმთიან აჭარაში, მიღწეულ შედეგებზე დაყრდნობით ერთიანი მოდელის ფორმირება და პოპულარიზაცია ქვეყნის სხვა რეგიონებში.

მაღალმთიანი აჭარის სამ (ხულო, შუახევი, ქედა) მუნიციპალიტეტში შეირჩევა 5 სოფელი და სამიზნე ჯგუფები. მოეწყობა სასოფლო–სამეურნეო კულტურების სადემონსტრაციო ნაკვეთები. სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდებათ ტრენინგები კონვენციული და ბიოლოგიური სოფლის მეურნეობათა დარგების მეთოდოლოგიით შედგენილი გარემოს უსაფრთხოებასა და ეკონომიკური შემოსავლის გაზრდაზე ორიენტირებულ სქემებზე.

პროექტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს პერმანენტული, დროული და კვალიფიციური კონსულტაციები სამიზნე ჯგუფებისათვის. აღნიშნული მოდელი ითვალისწინებს ადგილობრივი საჯარო სკოლების პროექტში აქტიურ ჩართვას. სკოლებში ერთის მხრივ სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ეკოლოგიურად უსაფრთხო მეთოდებით წარმოების პოპულარიზაციის მიზნით ჩატარდება შეხვედრა-სემინარები და ხელი შეეწყობა დაინტერესებული მოსწავლეების და მასწავლებლების ჯგუფების შექმნას.

პროექტის პარტნიორია საქართველოს აგრარიკოსთა მოძრაობა

პროექტის აქტივობები

სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელები

ეკოლოგიურად უსაფრთხო სოფლის მეურნეობა