მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და მათი ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა

პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია

დონორი: Bread for the World

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

სამუშაო პერიოდი: 01.04.11 - 30.06.14

პროექტის აღწერა

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა 2011 1 აპრილიდან დაიწყო პროექტი "საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და მათი ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა" . პროექტის მიზანია განვითარებაზე ორიენტირებული საზოგადოებრივი ოგანზაციების ეფექტურობის გაუმჯობესების ხელშეწყობა, რათა მათ უკეთ შეძლონ ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის აღმოფხვრის ხელშეწყობა. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

  • სამართლებრივი გარემოს გაუმჯობესება
    პრექტის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სამართლებრივი გარემო , რაც სსო–ებს უკეთესი და უფრო ეფექტური ოპერირების საშუალებას მისცემს.
  • სამოქალაქო ჩართულობის ხელშეწყობა
    პროექტის შედეგად მოხდება თვითმართველობასა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის ინსტიტუციონალიზება, რაც უზრუნველყოფს უფრო ეფექტურ და გამჭვირვალე თვითმართველობას. გაუმჯობესდება სსო-ების საზოგადოებრივი აღიარება და იმიჯი, გაუმჯობესდება და გააქტიურდება მათი როლი საზოგადოებრივ ცხოვრებაში, რაც თავის მხრივ უზრუნველყოფს სასაზოგადოებრივი ჩართულობის და სამოქალაქო აქტივობის სტიმულირებას.
  • სსო–ების შორის თანამშრომლობის ხელშწყობა , რათა გაუმჯობესდეს სსო–ებს შორის კომუნიკაცია, კოორდიანაცია და პარტნიორობა
    პროექტის ფარგლებში შეიქმნება სსო-ების ძლიერი გაერთიანება/პლატფორმა/ , რომელიც უზრუნველყოფს სექტორის ერთიანი ხედვისა და სტანდარტების ჩამოყალიბებას; უზრუნველყოფს საერთაშორისო პროცესებში ჩართულობას და სსო-ების ინტერესების ადვოკატირებასა და ლობირებას. რასაც ერთიანობაში უდიდესი გავლენა ექნება ქვეყანაში სსო–ების განვითარების ეფექტურობაზე და დიდად შეუწყობს ადგილობრივი სსო–ოების საქმიანობის გაუმჯობესებას.
  • სსო-ების შესაძლებლობების გაუმჯობესების ხელსეწყობა შედეგებზე ორიენტირებული მართვის სისტემის დანერგვის მიმართულებით
    ადგილობრივი სსო-ები შეძლებენ გაიუმჯობესონ უნარები, რათა მათი საქმიანობა მაქსიმალურად იყოს ორიენტირებული საბოლოო შედეგებზე და უზრუნველყონ მდგრადი პოზიტიური ცვლილებების მოხდენა ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის დასაძლევად.

პროექტის აქტივობები

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტის განხილვა

„სამოქალაქო საზოგადოება“ - წიგნის პრეზენტაცია

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის ტრენინგების ციკლი დასრულდა

მემორანდუმი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დასაცავად

სამოქალაქო საზოგადოება – პუბლიცისტიკა, ესეები

კონკურსი ჟურნალისტებისათვის სამოქალაქო აქტივობა

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა

დონორებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგი

ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა

დისკუსია თემაზე საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემო

საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროგრამა-შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა

კონკურსი ჟურნალისტებისათვის საზოგადოებრივი საკითხების გაშუქება

კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე:
''სამოქალაქო აქტივობა!''

სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში: გამოწვევები და პერსპექტივები

მოხალისეობის შესახებ კანონის განხილვა

კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: ''სამოქალაქო აქტივობა!''

შეხვედრა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით

კონკურსი რეგიონული მედიის ჟურნალისტებისთვის თემაზე: ''სამოქალაქო აქტივობა!''

შეხვედრები რეგიონებში: საზოგადოებრივი ორგანიზაციები და საზოგადოება

შეხვედრა თემაზე - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქველმოქმედების ხელშეწყობა საქართველოში

სახელმწიფო გრანტები

მოხალისეობა–საერთაშორისო პრაქტიკა და საქართველო

რეგიონალური საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ჟურნალისტების შეხვედრა