მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში

პროექტის მენეჯერი: გელა ჩარკვიანი

დონორი: G-PAC

სამუშაო პერიოდი: 01.09.11 - 30.11.13

პროექტის აღწერა

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება, რათა ხელი შეეწყოს აღნიშნული ორგანიზაციების ფინანსურ მდგრადობასა და მათ კომუნაკაციას ხელისუფლებასთან. ამ მიზნის მისაღწევად, "სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი":

  • აანალიზებს საქართველოს საგადასახადო კოდექსის დებულებებს, რომლებიც ეხება არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირებს;
  • ავლენს ძირითად პრობლემატურ საკითხებს და შეიმუშავებს მათი გადაჭრის გზებს;
  • ექსპერტულ დახმარებას უწევს სხვა არასამთავრობო და ბიზნეს ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ ზემოაღნიშნული საკითხების გადასაწყვეტად;
  • შეიმუშავებს და აქვეყნებს გზამკვლევს არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრის თემატიკაზე;
  • იურიდიულ კონსულტაციას უწევს სხვა არასამეწარმეო იურიდიულ პირებს საგადასახადო თემატიკაზე;
  • ეხმარება EWMI G-PAC-ს სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე არსებული პრობლემების გამოვლენაში.
"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი" პროექტს ახორციელებს აღმოსავლეთ–დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) და არასამეწარმეო სამართლის საერთაშორისო ცენტრთან (ICNL) მჭიდრო პარტნიორობით. პროექტი ხორციელდება აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის - "საქართველოში საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარების" (G-PAC) ფარგლებში. ამ პროგრამის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის გულისხმიერი მხარდაჭერის შედეგად, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით.

პროექტის აქტივობები

„მოხალისეობის შესახებ“ კანონპროექტს პარლამენტი მარტის ბოლოდან განიხილავს

საქველმოქმედო ორგანიზაციებზე გაცემული შემოწირულობის გამოქვითვის საკითხები

გზამკვლევი: „არასამეწარმეო იურიდიული პირების ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება“

ტრენინგები საგადასახადო კოდექსის თემაზე

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ფინანსური მდგრადობა

''მოხალისეობის შესახებ'' საქართველოს კანონის პროექტი

სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს გაუმჯობესება საქართველოში

არასამეწარმეო იურიდიული პირების დაბეგვრის თავისებურებები საქართველოში

საზოგადოებრივი ორგანიზაციების წინაშე არსებული სამართლებრივი პროლემები

შეხვედრა საგადასახადო საკითხებთან დაკავშირებით

შეხვედრა თემაზე - არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქველმოქმედების ხელშეწყობა საქართველოში