მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობითი თვითმმართველობის განვითარებისათვის

პროექტის მენეჯერი: ნათია აფხაზავა

დონორი: MSI საქართველო USAID G3 (დემოკრატიული მმართველობა საქართველოში)

გეოგრაფიული არეალი: ბათუმი, საქართველო

სამუშაო პერიოდი: 01.05.12 - 01.04.13

პროექტის აღწერა

"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობითი თვითმმართველობის განვითარებისათვის". პროექტის მიზანია თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის არსებული სსგარკვეული მექანიზმების იმპლიმენტაცია, ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმირების გზით. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ძირითად მიმართულებებს:

  • საჯარო შეხვედრები – სამიზნე თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობასთან ჩატარდება საინფორმაციო ხასიათის შეხვდერები. შეხვედრებზე მოსახლეობას მიეწოდება ინფორამაცია თვითმმართველობის როლისა და ფუნქციების, მათი უფლბების, ჩართულობის მექანიზმების და კომუნიკაციის არხების შესახებ.
  • სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს გაძლიერება – მუშაობა რამოდენიმე მიმართულებით წარიმართება: ა) დაიხვეწება მრჩეველთა კომიტეტის რეგლამენტი, რომელიც საშუალებას მოგვცემს გაიზარდოს საბჭოს წევრთა რაოდენობა, რაც უზრუნველყოფს კომიტეტში მოქალაქეთა და CSO-ების წარმომადგენლობის გაზრდას; ბ) მრჩეველთა საბჭოს წევრებისთვის ჩატარდება ტრენინგები თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმების და საბიუჯეტო პროცესების შესახებ;
  • საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეთა ჩართულობა – სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით გაიმართება შეხვედრები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, CSO-ების და მოსახლეობის მონაწილეობით 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვის და 2012 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მოსმენის მიზნით. ასევე, მოსახლეობის უკეთ ინფორმირების მიზნით მომზადდება "პოპულარული ბიუჯეტი", რომელშიც მოცემული იქნება ინფორმაცია 2012 წლის მუნიციპალური სერვისების შესახებ;
  • საკრებულოს "ღია კარის სხდომა" – საკრებულოს მიერ ადგილობრივი მოსახლეობის მომსმენის/შეხვედრის ერთ–ერთი ფორმაა, რომლის დანერგვაც ხელს უწყობს მოქალაქეთა გააქტიურებას და მათ საშუალებას აძლევს საკრებულოს და თვითმმართველობის ორგანოთა თანამდებობის პირებს გააცნოს არსებული პრობლემები და გამოთქვან მოსაზრებები მათი მოგვარების შესახებ. პროექტის ფარგლებში საკრებულოს ღია კარის სხდომა გაიმართება აქტუალურ საკითხებზე;
  • ანგარიშგება – საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები ვალდებულნი არიან წელიწადში ერთხელ მაინც მოაწყონო საჯარო შეხვედრა მოსახლეობასთან და წარუდგინონ მათ წინაშე გაწეული საქმიანობის ანგარიშები. პროექტის ფარგლებში მომზადდება აღნიშნული ანგარიშგების ფორმა, რომელიც წარედგინება მოსახლეობას პროექტის ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების დროს;
  • პიარ–კამპანია – საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის გაზრდის მიზნით, პროექტის ფარგლებში მომზადდება და გავრცელდება შემდეგი საინფორმაციო მასალები: ა) კალენდარი, რომელიც მიაწვდის მოსახლეობას ინფორმაციას თვითმმართველობის არსისა და ფუნქციების, თვითმმრთველობასთან ურთიერთობის ფორმებისა და მექანიზმების შესახებ; ბ) მოქალაქის საბიუჯეტო გზამკვლევი და "პოპულარული ბიუჯეტი".