მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობითი თვითმმართველობის განვითარებისათვის

პროექტის მენეჯერი: ვაჟა სალამაძე

დონორი: MSI

სამუშაო პერიოდი: 07.05.13 - 31.12.13

პროექტის აღწერა

"სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს "სამოქალაქო საზოგადოება მონაწილეობითი თვითმმართველობის განვითარებისათვის". პროექტის მიზანია თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული სტრატეგიული გეგმის შემუშავება ასევე თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის არსებული მექანიზმების მექანიზმებისა და მოსახლეობას შორის არსებული თანამშრომლობის არხების გაუმჯობესება და პოპულარიზაცია. აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტი ითვალისწინებს შემდეგ 3 ძირითად მიმართულებას.

„სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ და „საზოგადოებრივი დარბაზების“ გაძლიერება და მათი პოპულარიზაცია.

  • საჯარო შეხვედრების ორგანიზება;
  • ქალაქში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება/ადვოკატირება;
  • „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ ვებ-გვერდის შექმნა ( www.marte.ge) ;
  • საბიუჯეტო კალენდარის მომზადება და გავრცელება.
თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ურბანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
  • საჯარო შეხვედრები თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 13-ვე ტერიტორიულ ერთეულში მცხოვრებ მოსახლეობასთან;
  • შეხვედრები ფოკუს-ჯგუფებთან (არქიტექტორები, ურბანისტები, დეველოპერები, დიზაინერები და საზოგადოების სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლები );
  • ბათუმის უბრანული განვითარების სტრატეგიული გეგმის შემუშავება.
მოქალაქეთა ჩართულობის/მონაწილეობის უზრუნველყოფა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 2014 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვების პროცესში.
  • მოკვლევა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის 13 ტერიტორიულ ერთეულში არსებული ბიუჯეტის პროექტის განხილვის მიზნით;
  • საზოგადოებრივი დარბაზის წევრების ტრენინგები საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით;
  • „ღია კარის დღე“ და საჯარო მოსმენა თვითმმართველი ქალაქი ბათუმის ბიუჯეტის საჯაროობის და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით.