მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

''საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკეთესი რეფორმებისათვის''

პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია

დონორი: ევროკავშირი

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

სამუშაო პერიოდი: 01.09.13 - 30.04.16

პროექტის აღწერა

2013 წლის სექტემბერში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ახალი პროექტის - ”სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები უკეთესი რეფორმებისთვის” - განხორციელება დაიწყო. პროექტის მიზანი საქართველოში მიმდინარე რეფორმების და დემოკრატიული ცვლილებების პროცესში სამეზობლო პოლიტიკის ამოცანების შესრულებაში მეტი ჩართულობის გზით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების როლის გაძლირება და პოპულარიზაციაა. პროექტი შემდეგი ამოცანების განხორციელებას ისახავს მიზნად:
1) ეროვნულ დონეზე პოლიტიკაზე დიალოგის სივრცის გაუმჯობესება და, შესაბამისად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის ინტერაქციის ხელშეწყობა;
2) რეფორმებისა და საჯარო ანგარიშვალდებულების პოპულარიზაციის მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოლიტიკური უნარ-ჩვევების გაძლიერება პოლიტიკის ანალიზის, კვლევის მეთოდოლოგიის, ლობირებისა და ადვოკატირების და საჯარო სახსრების მონიტორინგის სფეროებში.

პროექტი დაყოფილია ორ ძირითად მიმართულებად და სამ კომპონენტად, რომელთა მიზანი ზოგადი და სპეციფიკური ამოცანების მიღწევაა:

  1. ეროვნულ დონეზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებსა და ხელისუფლებას შორის ინტერაქციის გაზრდის მიზნით ღონისძიებების სერიის განხორციელება. ამ კომპონენტის მიზანია, ხელისუფლებას გაუჩინოს პოლიტიკური ნება, რომ პოლიტიკაზე დიალოგისთვის ეფექტური სივრცე და მსგავსი სივრცისათვის აუცილებელი საკანონმდებლო გარემო შეიქმნას. ეს პოლიტიკაზე დიალოგის სივრცის მდგრადობის შესანარჩუნებლად ძალიან მნიშვნელოვანია. უფრო მეტიც, ეს კომპონენტი მოიცავს განვითარების ეფექტურობის ქვეჯგუფის გაძლიერებას, რომელიც მაღალი დონის ადვოკატირების კამპანიის განსახორციელებლად აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის ფარგლებში შეიქმნა.
  2. რეფორმების პოპულარიზაციასა და საჯარო ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიბები
    პროექტის ეს კომპონენტი დაყოფილია ორ ნაწილად:
    • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების პოლიტიკური უნარ-ჩვევების გაძლიერება - მიზნად ისახავს, განავითაროს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთა უნარები ისეთ სფეროებში, როგორიცაა: პოლიტიკის ანალიზი, კვლევის მეთოდები, ლობირება და ადვოკატირება და საჯარო სახსრების მონიტორინგი. ზემოხსენებულ სფეროებში მაღალი დონის უნარები აუცილებელი პირობაა, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ნებისმიერი სექტორის პოლიტიკაზე დიალოგში ეფექტურად ჩაერთონ და რეფორმების პროცესში ძლიერი აქტორები გახდნენ. პროექტის ამ კომპონენტში გათვალისწინებულია ”ონლაინ” სწავლების მეთოდი, რაც საქართველოსთვის ინოვაციას წარმოადგენს. მსგავსი მიდგომა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენელთათვის ფართოდ ხელმისაწვდომ, განვითარებად, მზარდ და ასევე მდგრად მექანიზმს უზრუნველყოფს.
    • საბგრანტები სამოქალაქო საზოგადოების კვალიფიციური ორგანიზაციებისათვის კვლევასა და მტკიცებულებაზე დაფუძნებული პოლიტიკის ადვოკატირების პროცესში მათი ჩართულობის სტიმულირების მიზნით. ეს კომპონენტი გულისხმობს საბგრანტების გამოყოფას სამოქალაქო საზოგადოების იმ ორგანიზაციებისათვის, რომელთაც სპეციფიკურ სექტორში კონკრეტული საკითხის/პოლიტიკის კვლევისა და ადვოკატირების გაუმჯობესებული უნარი გააჩნიათ. დამატებით, ეს კომპონენტი ამ ორგანიზაციებს კვალიფიციურ რჩევებს სთავაზობს, მათ შორის - გამოცდილების გაზიარებას თანატოლ ჯგუფებში.

პროექტის აქტივობები

e-learning- ის მესამე ციკლზე სწავლა დაიწყო!

გამარჯვებული პროექტები გამოვლენილია

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას ონლაინ სასწავლო პროგრამაზე

საგრანტო კონკურსის განაცხადი

ონლაინ სასწავლო კურსების I კურსდამთავრებულები