მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის

პროექტის მენეჯერი: ეკატერინე დანელია, არჩილ ცერცვაძე

დონორი: ევროკავშირი

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

სამუშაო პერიოდი: 14.05.14 - 14.05.16

პროექტის აღწერა

2014 წლის მაისიდან, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს ახალ პროექტს - „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის“. პროექტის მთავარი მიზანია საქართველოში რეგიონული განვითარების პოლიტიკის მიმართულებით მიღებული გადაწყვეტილებები ეფუძნებოდეს მტკიცებულებებსა და კვლევებს, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას, დეცენტრალიზაციას, საზოგადოების მონაწილეობას გადაწყვეტილების მიღების პროცესში, საჯარო ფინანსების ეფექტიან მართვას და მდგრად რეგიონულ განვითარებას, რაც საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის წინაპირობაა.
პროექტის უმთავრესი ამოცანაა ხელი შეუწყოს საქართველოს მთავრობის სტრატეგიული დაგეგმვისა და განხორციელების შესაძლებლობების გაუმჯობესებას რეგიონული განვითარების სფეროში.

პროექტის ამოცანაა:

  1. თანმიმდევრულად მხარი დაუჭიროს საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებებსა და კვლევით ორგანიზაციებს გამოყენებითი კვლევების წარმოებისას, რომელიც მიზნად ისახავს მოთხოვნაზე დაფუძნებულ ანალიზს, საბაზისო მონაცემების შეგროვებას, რეკომენდაციებისა და განხორციელების მექანიზმების განსაზღვრას, რეგიონული განვითარების ხელშეწყობის მიზნით;
  2. ხელი შეუწყოს რეგიონული განვითარების პოლიტიკის განხორციელებისას გამოვლენილი ხარვეზებისა და მიგნებების შესახებ ინფორმაციის გაცვლას და გააძლიეროს საქართველოს სამეცნიერო და კვლევით ორგანიზაციებსა და საქართველოს მთავრობას შორის შესაბამისი რესურსების გაზიარება.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

  •  რეგიონული განვითარების სფეროში, საქართველოს სამეცნიერო დაწესებულებები, კვლევითი ორგანიზაციები და ექსპერტები იუმჯობესებენ შესაძლებლობებს საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების და რეკომენდაციების წარდგენის კუთხით;
  • კვლევითი ორგანიზაციები და ექსპერტები ურთიერთთანამშრომლობენ და ერთმანეთს უზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და მიდგომებს;
  • თანამშრომლობა აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და კვლევით ორგანიზაციებს შორის კოორდინირებულია, რაც ხელს უწყობს ინტეგრირებულ ანალიტიკურ საქმიანობას;
  • საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები აცნობიერებენ კვლევაზე დაფუძნებული პოლიტიკების განხორციელების აუცილებლობას.

პროექტის ფარგლებში იგეგმა 10 საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის შექმნა რეგიონული განვითარების ცალკეულ სფეროებში (ადგილობრივი თვითმმართველობა, ტერიტორიული განვითარება, სოფლის მეურნეობა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა და სხვ.). ასევე პროექტის ფარგლებში შეიქმნება რეგიონული განვითარების და ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში მომუშავე კვლევითი ორგანიზაციებისა და ექსპერტების ელექტრონული ბაზა www.csogeorgia.org -ზე.
 

პროექტის აქტივობები

პოლიტიკის დოკუმენტები N 2

''გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის'' დასკვნითი ღონისძიება

სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში

პოლიტიკის დოკუმენტები

რეგიონული განვითარების პროგრამა - GARF-RD
მოწვევა კონკურსში - საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება რეგიონული განვითარების სფეროში

სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში