მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება და მათი ეფექტურობის გაზრდის ხელშეწყობა

პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია

დონორი: Bread for the World

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

სამუშაო პერიოდი: 01.07.14 - 30.06.17

პროექტის აღწერა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი 3 წელზე მეტია მუშაობს პროგრამაზე, რომელიც მიზნად ისახავს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესებას და მათი ეფექტურობის ხელშეწყობას. პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში. 2014 წლის ივლისიდან დაიწყო მეორე ფაზა, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის გაუმჯობესებას, რათა ისინი უფრო ეფექტურად ჩაერთონ ქვეყანაში უთანასწორობის, მარგინალიზაციის და სიღარიბის აღმოფხვრის პროცესში. პროექტი სამი კომპონენტსგან შედგება და ითვალისწინებს შემდეგი ამოცანების გადაჭრას:

  • სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საარსებო გარემოს ხელშეწყობა:
    პროგრამის განხორციელების შედეგად გაუმჯობესდება სამართლებრივი გარემო, რომელშიც იგულისხმება გაუმჯობესებული კანონი გრანტების შესახებ, ცვლილებები საგადასახადო კოდექსში, კანონი მოხალისეობის შესახებ; ასევე, სსო–ებს შეეძლებათ მიიღონ იურიდიული დახმარება საკანონმდებლო რეგულაციებთან დაკავშირებით; შეიქმნება კონცეფცია სსო–ების სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ, რომელიც დაარეგულირებს და შექმნის პოლიტიკის შესახებ დიალოგის სივრცეს.


  • ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა
    სსო–ები გაიზიარებენ განვითარების ეფექტურობის საერთო ხედვას და ძირითად ინსტრუმენტად გამოყენებული იქნება ვებ–პორტალი www.csogeorgia.ge, როგორც პლატფორმა, რომელიც მის წევრებს, ხელმომწერებსა და მომხმარებლებს საჭიროებებზე ორიენტირებულ ინფორმაციას, კომუნიკაციისა და აზრთა გაცვლის სივრცეს სთავაზობს.


  • შესაძლებლობების განვითარება:
    სსო–ებს ექნებათ შესაძლებლობა გამოიყენონ თანამედროვე მეთოდები და სტანდარტები შემდეგი ისეთი მიმართულებებით: კვლევის მეთოდოლოგიის შემუშავება, საჯარო პოლიტიკის ანალიზი, ლობირება და ადვოკატირების კამპანიის დაგეგმვა და განხორციელება, სამოქალაქო ჩართულობის, საჯარო ანგარიშვალდებულებისა და მონიტორინგის განხორციელება; სსო–ებს, სისტემურ ცვლილებაზე ორიენტირებული ინტერვენციებსა და პროექტების მართვისას, შეეძლებათ თანამედროვე სტანდარტების და მეთოდოლოგიების გამოყენება; ადგილობრივი თვითმმართველობის მთავარი აქტორები, ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე, მოქალაქეთა საჭიროებების უფრო ეფექტურ და კომპეტენტურ ადვოკატირებას განახორციელებენ.