მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკეთესი ადგილობრივი თვითმმართველობისთვის

პროექტის მენეჯერი: არჩილ ცერცვაძე

დონორი: ფონდი ღია საზოგადოება საქართველო

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

სამუშაო პერიოდი: 01.10.14 - 01.08.15

პროექტის აღწერა

პროექტის ფარგლებში განხორციელდება ქალაქ თბილისში, საბურთალოს რაიონის გამგეობასთან საზოგადოებრივი საბჭოს ჩამოყალიბება, რომელიც მოსახლეობას მისცემს საშუალებას ჩაერთოს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში. საზოგადოებრივი საბჭო შედგება 21 წევრისგან, სადაც სათანადო ბალანსის დაცვით იქნებიან წარმოდგენილი როგორც საბურთალოს რაიონში რეგისტრირებული მაცხოვრებლები, აგრეთვე მედია, ბიზნეს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები. მედია, ბიზნეს და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმოდგენა მოხდება შესაბამის გაერთიანებებთან და ასოციაციებთან უშუალო თანამშრომლობის გზით. სულ საბურთალოს რაიონის მასშტაბით ჩამოყალიბდება 3 ასეთი საბჭო, საბურთალოს რაიონის საბურთალოს რაიონის შემდეგ 3 ტერიტორიულ ერთეულში - უბანში:

  • დიღომი, ვაშლიჯვარი;
  • ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა;
  • კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უზრუნველყოფს საბჭოს დაკომპლექტების და მისი ამოქმედების პროცესის ხელშეწყობას, აგრეთვე საბჭოს წევრთა გადამზადებას და მათი სათანადო ცოდნითა და ინფორმაციით აღჭურვას შესაბამისი უფლება-მოვალეობების განსახორციელებლად. საბჭო უფლებამოსილი იქნება ჩაერთოს საბურთალოს რაიონის გამგეობის საქმიანობაში და უზრუნველყოს ეფექტური უკუკავშირი მოსახლეობასა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.
პროექტის ხორციელდება, ღია საზოგადოება საქართველოსა და თბილისის საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით.
პროექტის ამოცანებია:

  • მოსახლეობის ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისადმი მათი უფლებების შესახებ;
  • მოსახლეობის მონაწილეობის სამართლებრივი ინსტრუმენტების შექმნა;
  • საზოგადოებრივი საბჭოს ფორმირების პროცესის ფასილიტაცია;
  • საზოგადოებრივი საბჭოს წევრების გადამზადება და მათი სათანადო ცოდნით აღჭურვა;
  • საზოგადოებრივი საბჭოების მოდელის მულტიპლიკაცია, დანერგვა-გავრცელების ხელშეწყობა თბილისის სხვა რაიონებში.

პროექტის მოსალოდნელი შედეგები:

პროექტის წარმატებით განხორციელების შემთხვევაში, ძირითადი შედეგი იქნება საბურთალოს რაიონის მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში რაც უზრუნველყოფს გამგეობის ეფექტურობისა და ეფექტიანობის ზრდას.
პროექტით გათვალისწინებული აქტივობების სხვა შედეგები იქნება

  • ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმის შექმნა და ამოქმედება;
  • მოსახლეობის გაზრდილი ინტერესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საქმიანობის მიმართ, რაც თავის მხრივ გამოიწვევს მოქალაქეთა უფრო მეტ ჩართულობას და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოების საქმიანობაში.
  • საბჭოს წევრთა გადამზადების შედეგად ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხობრივი გაუმჯობესება.
  • მოქალაქეთა გაზრდილი ჩართულობა ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობაში ხელს შეუწყობს საბურთალოს რაიონის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის გამჭვირვალობას და უკეთეს საზოგადოებრივ მონიტორინგს.
  • საბურთალოს რაიონის გამგეობის ანგარიშვალდებულების ამაღლება მოსახლეობის წინაშე.
  • პროექტის წარმატებით განხორციელება აუცილებლად გამოიწვევს მსგავსი ტიპის მოდელების ამოქმედებას თბილისის სხვადასხვა რაიონებში და საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტების აღმასრულებელ ორგანოებში რასაც ხელს შეუწყობს პროექტის ფარგლებში შემუშავებული საბჭოების დანერგვისა და გავრცელების სახელმძღვანელო ინსტრუქციის ადვოკატირება.

პროექტის აქტივობები

საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო საბურთალოს რაიონის გამგეობასთან