მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა

პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია

დონორი: ევროკავშირი და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა
და განვითარების ფედერალური სამინისტრო

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

სამუშაო პერიოდი: 01.01.17 - 31.12.20

პროექტის აღწერა

პროექტის აღწერა:
„სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა" ემსახურება საქართველოში სამოქალაქო საზოგადოების გარემოს გაუმჯობესებას. პროექტი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.

პროექტის მიზანი:
  • სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობის ხელშეწყობას და პოლიტიკურ დიალოგსა და განვითარებაში მისი როლის გაზრდას.
    პროექტის ამოცანები:
  • სამოქალაქო საზოგადოების ფინასური მდგრადობის გაზრდა დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე მოხალისეობის ხელშეწყობით;
  • სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები;
  • სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა რეგიონებში;
  • სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.

2020 წლის ბოლომდე ინიციატივის ფარგლებში განხორციელდება 110-ზე მეტი სხვადასხვა სახის ღონისძიება და გაიცემა 80-მდე გრანტი, რითაც ისარგებლებს სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი მთელი საქართველოს მასშტაბით.

პროექტის აქტივობები

ტრენინგები თემაზე ''სისტემური ცვლილება და საზოგადოებრივი მონაწილეობა''

ტრენინგები-საზოგადოებრივი ორგანიზაციების ანგარიშვალდებულება და გამჭვირვალობა