მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ადგილობრივი განვითარების აქტორებს შორის მყარი კავშირების დამყარება

პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია

დონორი: Bread For The World

გეოგრაფიული არეალი: აჭარა, გურია, შიდა ქართლი

სამუშაო პერიოდი: 01.07.17 - 30.06.20

პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია სამოქალაქო საზოგადოებისა (ადგილობრივი ორგანიზაციები, აქტიური მოქალაქეები და ახალგაზრდები) და ადგილობრივი ხელისუფლების შესაძლებლობებისა და კომპეტენციის გაზრდა, საარსებო გარემოს გაუმჯობესება, რათა ერთობლივი ძალისხმევით ხელი შეუწყონ მდგრად და ინკლუზიურ განვითარებას ადგილობრივ დონეზე. პროექტი შედგება სამი კომპონენტისგან:

კომპონენტი 1: სამოქალაქო საზოგადოებისთვის ხელსაყრელი გარემოს შექმნა, რომელიც მოიაზრებს ისეთ საკითხების ადვოკატირება-ლობირებას როგორიცაა: სახელმწიფო დაფინანსებისა და მუნიციპალური გრანტების მექანიზმები, ეკონომიკური აქტივობის წახალისების მექანიზმები, ფინანსური პაკეტი მოხალისეობის წასახალისებლად; გარდა ამისა, ინტერაქტიული პლატფორმა www.csogeorgia.ge განაგრძობს სამოქალაქო სექტორის ინიციატივების წარმოჩენასა და სსო-ების ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობას.

კომპონენტი 2: შესაძლებლობების განვითარება ელექტრონული სწავლების გზით. პორტალზე e-learning.ge განთავსებული სალექციო კურსები ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების, ისე განვითარების სხვა აქტორების შესაძლებლობებისა და უნარების ზრდას. გურიის, ბათუმისა და შიდა ქართლის რეგიონში ჩატარებული ახალგაზრდების საჭიროებების კვლევის საფუძველზე შექმნილი მოკლე სასწავლო ვიდეოები და კონკურსები წაახალისებს ახალგაზრდების ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებების პროცესში მონაწილეობას.

კომპონენტი 3: ადგილობრივ დონეზე მონაწილეობითი მიდგომების გაძლიერება სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის, პროექტი მხარს უჭერს მრავალაქტორულ მონაწილეობით აქტივობებს როგორიცაა, ერთობლივი ტრენინგები, მონაწილეობითი ბიუჯეტირება, სამოქალაქო მონიტორინგი, რაც ხელს შეუწყობს განვითარების აქტორებს შორის თანამშრომლობას რეგიონში. ბათუმის, ქობულეთის, ოზურგეთის, ჩოხატაურის და გორის მუნიციპალიტეტების ბენჩმარკინგის პროცესი კი შეაფასებს მონაწილეობითი მიდგომების ხარისხს და დაეხმარება ადგილობრივ თვითმმართველობებს საჭიროებებზე დაფუძნებული საქმიანობის განხორციელებაში.