მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციების გაძლიერება საჯარო სექტორის მონიტორინგის და პოლიტიკის დიალოგის პროცესში გასააქტიურებლად

პროექტის მენეჯერი: ია გაბუნია

დონორი: ევროკავშირი

გეოგრაფიული არეალი: საქართველო

სამუშაო პერიოდი: 01.02.16 - 31.07.19

პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოებრივი ორგანიზაციების აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკის დიალოგისა და მონიტორინგის სფეროში, აღჭურვოს ისინი სათანადო ცოდნითა და შესაძლებლობებით, რათა პოლიტიკის დაგეგმვის, განხორცილებისა და შეფასების ეტაპზე შეძლონ უკეთ წარმოაჩინონ ადგილობრივი თემის საჭიროებები და საჯარო ხელისუფლება გახადონ უფრო ანგარიშვალდებული, გამჭვირვალე და მონაწილეობით მიდგომებზე ორიენტირებული.

პროექტის ფარგლებში სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი მიზნად ისახავს ელექტრონული დისტანციური სწავლების კურსებს სხვადასხვა მიმართულებით: საჯარო პოლიტიკა, კვლევის მეთოდოლოგია, ადვოკატირება & ლობირება, საჯარო ფინანსები, ეკონომიკის საფუძვლები, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის მონიტორინგი, საზოგადოებრივი მონაწილეობა, შედეგსა და გავლენაზე ორიენტირებული პროექტის მართვა, სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, ელექტრონულ სწავლებასთან ერთად, სსო-ებს საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღონ მცირე საგრანტო პროგრამაში, ხოლო სტუდენტებს სთავაზობს ანაზღაურებადი სტაჟირების შესაძლებლობას ადგილობრივ სსო-ებში, რათა კურსდამთავრებულებმა მიღებული ცოდნა პრაქტიკაში განხორციელებით გაიმყარონ. გამოცდილების გაზიარების, საუკეთესო პრაქტიკების შესწავლისა და თანამშრომლობითი ურთიერთობების ჩამოყალიბებისთვის პროექტი ითვალისწინებს ყოველწლიური თემატური ფორუმების მოწყობას, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი განვითარების აქტორების ერთობლივ ძალისხმევას, რომ გახდნენ უფრო კომპეტენტურები, წარმატებულები და ხელი შეუწყონ კარგ მმართველობასა და დემოკრატიულ პროცესებს ქვეყანაში.

პროექტის აქტივობები

სახელმწიფო საქმიანობის მონიტორინგის ფორუმი

კონფერენცია: დისტანციური სწავლება საქართველოში