მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

პროგრესის მონიტორინგი უკეთესი გარემოსთვის

პროექტის მენეჯერი: მარიამ ლაცაბიძე

დონორი: ევროკავშირი/არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრი(ECNL)

გეოგრაფიული არეალი: აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნები

სამუშაო პერიოდი: 07.03.17 - 31.12.20

პროექტის აღწერა:

„სსო მეტრი“ (CSO METER) არის მონიტორგინის ინსტრუმენტი, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის პარტნიორობის ქვეყნებში სამოქალაქო საზოგადოების საარსებო გარემოს შესაფასებლად შემუშავდა. იგი შედგება სტანდარტების პაკეტისა და ინდიკატორებისაგან ათი მიმართულებით, რომელიც ზომავს როგორც კანონმდებლობას, ასევე პრაქტიკულ გამოცდილებას. ინსტრუმენტი შეიქმნა საერთაშორისო სტანდარტებისა და საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობით. სსო მეტრის მიზანია შექმნას ჩარჩო, რომელიც ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების სამოქმედო გარემოს რეგულარულ და თანმიმდევრულ მონიტორინგს. მიღებულ მონაცემებზე დაყრდნობით შემუშავდება რეკომენდაციები და მტკიცებულებებზე დაფუძნებული ადვოკატირების კამპანიები, რომელიც გააუმჯობესებს სსო-ების საარსებო გარემოს. დაინტერესებული მხარეები უკეთ გაიაზრებენ იმ საკითხებს, რომლებიც გავლენას ახდენს სსო-ების საარსებო გარემოზე და დაეყრდნობიან საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებულ ბენჩმარკებს სამოქმედო გარემოს გასაუმჯობესებლად. „სსო მეტრი“ შემუშავდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყენების ექსპერტებთან თანამშრომლობით, არაკომერციული სამართლის ევროპული ცენტრის მხარდაჭერით (ECNL) და ევროკავშირის დაფინანსებით. „სსო მეტრი“ სხვადასხვა დაინტერესებული მხარის ერთობლივი ძალისხმევის შედეგია. მის შემუშავებაში აღმოსავლეთ პარტნიორობის თითოეული ქვეყნის მრავალი საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელმა მიიღო მონაწილეობა, რამაც უზრუნველყო ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული ინსტრუმენტის შექმნა.