მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგის და ჩართულობის გზით (აჭარა)

პროექტის მენეჯერი: ნათია აფხაზავა

დონორი: ევროკავშირი/ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

გეოგრაფიული არეალი: აჭარა

სამუშაო პერიოდი: 08.01.19 - 08.09.19

პროექტის აღწერა:

პროექტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კუთხით არსებული მდგომარეობის ასახვა აჭარის რეგიონში ალტერნატიული მონიტორინგის საშუალებით. მათ შორის, ამ მიმართულებით რეგიონში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მათი გადაჭრის გზების შეთავაზება.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილია პროკურატურის სამოქმედო გეგმის ცალკეული ნაწილების შესახებ ალტერნატიული მონიტორინგის ანგარიშის მომზადება და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების მონიტორინგის შესაბამისად პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავება აჭარის რეგიონში, საქართველოს პროკურატურის საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების გაზრდისა და ქალთა მიმართ ძალადობისა და სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების სისხლისსამართლებრივი დევნის პრაქტიკების გაუმჯობესების ხელშეწყობისთვის.

"პროკურატურის დამოუკიდებლობის ხელშეწყობა მონიტორინგისა და ჩართულობის გზით" ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინციატივაა, რომელსაც ახორციელებს ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI), კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრთან (CRRC) და სტუდია მონიტორთან თანამშრომლობით.