მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

  ჩვენს შესახებ
ვაჟა სალამაძე
დირექტორი
ელ–ფოსტა: vazha@civilin.org

ვაჟა სალამაძე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დამფუძნებელია. მას აქვს საჯარო სექტორში მუშაობის 28 წლიანი გამოცდილება, საიდანაც 25 წელი დაუთმო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების განვითარებასა და მათი ფუნქციონირებისთვის ხელსაყრელი გარემოს ჩამოყალიბებას. მას აქვს საჯარო პოლიტიკის ანალიზის, სხვადასხვა სფეროებში პოლიტიკის ფორმირების, ასევე საკანონმდებლო აქტების ინიცირების და მათი ნაციონალურ და საერთაშორისო დონეზე ლობირების გამოცდილება. იგი ასევე ასწავლის პოლიტიკის ანალიზს საქართველოსს ხვადასხვა უნივერსიტეტებში.

ვაჟა სალამაძეს აქვს საერთაშორისო დონეზე მუშაობის გამოცდილება. 2010-2012 წლებში ის იყო "განვითარების სფეროში საზოგადოებრივი ორგანიზაციების ეფექტურობის ღია ფორუმის" თანათავმჯდომარე. მოგვიანებით იყო "საზოგადოებრივი ორგანიზაციების პარტნიორობა ეფექტური განვითარებისათვის" გლობალური საბჭოს წევრი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ჩამოყალიბებამდე, ვაჟა სალამაძე მუშაობდა საქართველოს მთავრობაში, სხვადასხვა ადმინისტრაციულ თანამდებობაზე. მას აქვს მისურის უნივერსიტეტის (სენტლუისი, აშშ)საჯარო პოლიტიკის და ადმინისტრირების მაგისტრის ხარისხი. ასევე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის დიპლომი და თბილისის ეკონომიკის და სამართლის ინსტიტუტის სამართალმცოდნეობის დიპლომი.