მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

  ჩვენს შესახებ
ეკა დანელია
პროექტის მენეჯერის ასისტენტი
ელ–ფოსტა: eka@civilin.org

ეკატერინე დანელია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის პროექტის კომპონენტის მენეჯერია. იგი ჩართულია სამოქალაქო საზოგადოების განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარე პროექტებში. ორგანიზაციაში მუშაობს 2013 წლის თებერვლიდან, მანამდე ასრულებდა პროექტის ასისტენტის მოვალეობებს.

ეკატერინე ამჟამად სწავლობს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა და ხელოვნების ინტერდისციპლინურ სადოქტორო პროგრამაზე. იგი არის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ მეცნიერებათა ცენტრის მაგისტრი ინტერდისციპლინარულ საერთაშორისო პროგრამაზე ტრანსფორმაცია სამხრეთ კავკასიაში. მან 2010 წელს წარჩინებით დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობით. მისი ინტერესის სფეროა: პოსტსაბჭოთა ტრანსფორმაცია და დემოკრატიზაცია, სამოქალაქო საზოგადოება, უსაფრთხოების კვლევები, ევროპული კვლევები.

ეკატერინეს აქვს გავლილი სტაჟირება საქართველოს პარლამენტში (საგარეო ურთიერთობების კომიტეტი), საგარეო საქმეთა სამინისტროსა (ევროინტეგრაციის დეპარტამენტი) და საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდში (GFSIS).

2012 წლის მაისიდან ეკატერინე არის თეოდორ ჰოისის კოლეგიის პროგრამის "მრავალფეროვნების სკოლის" ფარგლებში დაფინანსებული პროექტების მოხალისე მენტორი.