მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელების პრეზენტაცია

30 ნოემბერს სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა გამართა სოფლად სიღარიბის დაძლევის მოდელების პრეზენტაცია. მოდელები შემუშავებულია ოქსფამის პროექტის ფარგლებში, რომელიც 5 წლის განამვლობაში მიმდინარეობდა საქართველოს ორ რეგიონში სამეგრელოსა და აჭარაში. პროექტის მთავარი ამოცანა გახლდათ სიღარიბის დაძლევის ხელშეწყობა, რისთვისაც წინასწარ შერჩეულ უკიდურეს სიღარიბეში მყოფ ოჯახებს გადაეცათ საწარმოო კაპიტალი, უტარდებოდათ თეორიული და პრაქტიკული მეცადინეობა მეკარტოფილეობაში, მებოსტნეობაში, მეცხოველეობასა და მეფუტკრეობაში. პარალელურად გაიცემოდა ინდივიდუალური კონსულტაციები და რჩევები.

შეხვედრაზე აჩვენეს ამ თემაზე შექმნილი დოკუმენტური ფილმი. განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივამ - ფერმერსა და სპეციალისტს შორის ეფექტური კომუნიკაციის მოდელმა - რომლის ფარგლებშიც აჭარის რეგიონში შეიქმნა - ეკო-კლუბები. ეკო-კლუბის წევრები იყვნენ უფროსი კლასის მოსწავლეები, რომლებიც დადიოდნენ პროგრამის ბენეფიციარებთან, აგროვებდნენ ინფორმაციას, შემდეგ კი სკაიპით უგზავნიდნენ დაზიანებული მცენარის შესახებ სურათს ან ინფორმაციას სპეციალისტს და ამგვარად იღებდნენ კონსულტაციას. პროექტის მესვეურების აზრით ამ ინიციატივამ, არამხოლოდ გაამარტივა ფერმერსა და ექსპერტს შორის კომუნიკაცია, არამედ ახალგაზრდებიც დააინტერესა სოფლის მეურნეობით და ჩართო ამ სფეროში.

შეხვედრას ესწრებოდნენ სფეროში მომუშავე საზოგადობერივი ორგანიზაციები, დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები, პროგრამის ბენეფიციარები და ასევე საქართველოს სოფლის მეურნოების სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც გამოთქვეს სურვილი იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან ურთიერთობისა, რომლებმაც ამ სფეროში გარკვეული გამოცდილება დააგროვეს.