მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციების პროგრამა-შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისათვის აცხადებს აპლიკაციების მიღებას პროგრამაში - შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა. პროგრამის ვადა განსაზღვრულია მიმდინარე წლის აპრილიდან დეკემბრის ჩათვლით.

პროგრამის მიზანია საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის პროექტის დაგეგმვის, მონიტორინგისა და შეფასების შესაძლებლობების გაზრდა. მონაწილეებს საშუალება ექნებათ დაეუფლონ შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის ინსტრუმენტებს და მეთოდოლოგიას, გაიღრმავონ თეორიული ცოდნა და განავითარონ პრაქტიკული უნარები, რაც მათ მნიშვნელოვნად დაეხმარება პროექტის ეფექტურად დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში.

პროგრამის ფარგლებში შეირჩევა ხუთი საპილოტე საზოგადოებრივი ორგანიზაცია. საწყის ეტაპზე თითოეულ ორგანიზაციას ადგილზე ჩაუტარდება ინდივიდუალური, ორგანიზაციის საჭიროებებზე მორგებული საბაზისო სასწავლო კურსი შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვაში. შემდეგ, თითოეული ორგანიზაციისთვის სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ექსპერტების მიერ უზრუნველყოფილი იქნება ინტენსიური კონსულტაციებისა და წვრთნის ციკლი, რაც მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციების თანამშრომლების კვალიფიციურ გადამზადებას, შედეგზე ორიენტირებული დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების მეთოდების პრაქტიკაში დანერგვას შეუწყობს ხელს. შედეგად, საპილოტე ორგანიზაციებს საშუალება ექნებათ გააუმჯობესონ მართვის ხარისხი და ეფექტიანობა.

პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით. ფინასურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს Bread for the World, "საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდა" პროექტის ფარგლებში.

შერჩევის კრიტერიუმები:
პროგრამაში მონაწილე საზოგადოებრივი ორგანიზაციები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს: მინიმუმ ორ წლიანი მუშაობის გამოცდილება;

  • არანაკლებ ერთი მიმდინარე პროექტი, რომელიც უნდა გრძელდებოდეს სულ მცირე 2013 წლის დეკემბრამდე;
  • ორგანიზაციაში დასაქმებული არანაკლებ 5 თანამშრომელი;
  • ძლიერი, არგუმენტირებული მოტივაცია, მონაწილეობისა და თანამშრომლობისთვის მზაობა.
მონაწილეობისათვის აუცილებელი პირობები:
  • პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა უნდა გამოაგზავნონ: სრულად შევსებული თანდართული აპლიკაციის ფორმა;
  • მოტივაციის წერილი, სადაც წარმოდგენილი იქნება ორგანიზაციის საქმიანობის მოკლე აღწერა, საჭიროებები, პროგრამაში მონაწილეობის დასაბუთებული არგუმენტაცია, ის მოლოდინები და სურვილი რაც მათ ამ პროგრამის მიმართ გააჩნიათ;
  • შერჩეულ ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ თანამონაწილეობის მზაობა (საჭიროების შემთხვევაში პროგრამაში ჩართული თანამშრომლის მივლინების ხარჯების უზრუნველყოფა).
    აპლიკაციები უნდა გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე ia@civilin.org 2013 წლის 25 მარტის, 18:00 სთ-ის ჩათვლით.
დამატებითი ინფორმაციისთვის მოგვმართეთ შემდეგ ნომერზე 2 36 36 00
აპლიკაცია
განაცხადის ბოლო ვადა 05.04.2013