მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განვითარების ეფექტურობის ქვე-ჯგუფის პირველი შეხვედრა

თბილისი.სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ორგანიზებით აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის "საზოგადოებრივ ორგანიზაციათა განვითარების ეფექტურობის" ჯგუფთაშორისი ქვე-ჯგუფის პირველი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ქვე-ჯგუფის წევრი ათი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელი ესწრებოდა. მონაწილეებმა გამოთქვეს მოსაზრებები და ხედვები ქვე-ჯგუფის მუშაობასთან დაკავშირებით, განსაზღვრეს პრიორიტეტები. მუშაობის ძირითად საკითხებს წარმოადგენს საზოგადოებრივი ორგანიზაციების საარსებო გარემოს გაუმჯობესება, ხელისუფლებასა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგი, დონორებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგი, საზოგადოებრივი ორგანიზაციების თვითრეგულირების საკითხები. ხმათა უმრავლესობით, ერთი წლის ვადით, აირჩიეს ქვე-ჯგუფის კოორდინატორი, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის დირექტორი ვაჟა სალამაძე. პირველ სამუშაო შეხვედრაზე ასევე განიხილეს ქვე-ჯგუფის ძირითადი მისია და მიზნები, დასახეს სამომავლო გეგმები.