მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

დონორებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგი
18–20 სექტემბერს, გუდაურში, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის, კონსულტაციების და ტრენინგების ცენტრისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს ინიციატივით, აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის" ჯგუფთაშორისი ქვე–ჯგუფის პარტნიორობით გაიმართა შეხვედრა დონორ ორგანიზაციებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. ამ შეხვედრის ფინანსური მხარდაჭერა უზრუნველყო ევროკავშირის წარმომადგენლობამ საქართველოში.  

შეხვედრის უმთავრესი მიზანი იყო დონორებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა და ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავება. ამ დიალოგში ჩართული მხარეების მოლოდინი, დონორებსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის სტრუქტურული დიალოგის ჩამოყალიბება და კომუნიკაციის პრობლემის აღმოფხვრა იყო. შეხვედრა მიზნად ისახავდა გამოეკვეთა: კონკრეტული სფეროები, სადაც თანამშრომლობა შესაძლებელია; ინსტრუმენტები და მექანიზმები, თუ როგორ შეიძლება განხროციელდეს დიალოგის პროცესი; და ღირებულებები, რასაც დაეყრდნობა ორ თანასწორ აქტორს შორის ურთიერთობები. 

შეხვედრას დაესწრო 37 მონაწილე. მონაწილეთა დიდი უმრავლესობა (32) საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი იყო, ხოლო 5 მათგანი დონორი ორგანიზაციის. საზოგადოებრივი ორგანიზაციების ფართო სპექტრი იყო წარმოდგენილი: კვლევითი ორგანიზაციები, მომსახურების მიმწოდებლები, რეგიონალური ორგანიზაციები და სხვ. დონორი ორგანიზაციების მხრიდან დიალოგში ჩართულნი იყვნენ ძირითადი საერთაშორისო დონორები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც წარმოდგენილნი არიან საქართველოში: ევროკავშირის წარმომაგდენლობა საქართველოში (EU Delegation to Georgia), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), მერსი ქორფსი (Mercy Corps). შეხვედრას ასევე ესწრებოდა ადგილობრივი დონორი ორგანიზაციის წარმომადგენელი ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო"–დან. 

დიალოგი ინტერაქციული იყო და მასში ყველა მონაწილე თანაბრად იყო ჩართული. შეხვედრის პირველი ნაწილი დაეთმო გამომსვლელთა პრეზენტაციებს, რასაც თან ახლდა დისკუსიები კითხვა-პასუხის რეჟიმში. დღის მეორე ნახევარში სამუშაო ფორმატი შეიცვალა და მონაწილეებმა საკითხის გარშემო დისკუსია მცირე სამუშაო ჯგუფებში გააგრძელეს. შეხვედრის დასასრულს, მონაწილეებმა ჯგუფური მუშაობის შედეგები წარმოადგინეს და დასახეს მომავლის გეგმები. შეხვედრაზე წარმოდგენილი ორგანიზაციებიდან აირჩა სარედაქციო ჯგუფის წევრები, რომლებიც მომავალში გააგრძელებენ მუშაობას დონორ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის ურთიერთთანამშრომლობის კონცეფტუალურ დოკუმენტზე, რასაც საფუძვლად დაედება ამ შეხვედრის შედეგად გამოვლენილი საკითხები, ინსტრუმენტები და ღირებულებები. მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ სამუშაო ჯგუფი წარმომადგენლობითი იქნება, სადაც სამი საზოგადოებრივი და სამი დონორი ორგანიზაცია იქნება გაწევრიანებული.