მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ვისკონსინის შტატის სენატორი სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტში
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს ვისკონსინის შტატის სენატორი ეწვია. ლინა ტეილორმა ხუთდღიანი ვიზიტის ფარგლებში პირველი შეხვედრა ორგანიზაციის თანამშრომლებთან გამართა.
 
სენატორი დეტალურად გაეცნო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის საქმიანობას, პროექტებს, თუ რა როლს თამაშობს ორგანიზაცია სამოქალაქო ცხოვრებაში და რა შედეგები მიიღო განხორციელებული პროექტებით. ლინა ტეილორმა საკუთარი გამოცდილების შესახებაც ისაუბრა. შეხვედრის ბოლოს მონაწილეებმა მომავალი თანამშრომლობის გეგმებიც დასახეს.