მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა
5–6 ნოემბერს, სამოქალაქო საოზგადოების ინსტიტუტის პროგრამის – „შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვა" – ფარგლებში რიგით მესამე ტრენინგ–მოდული გაიმართა, რომელიც პროექტის ინდიკატორების შემუშავებას ეხებოდა. მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ შედეგზე ორიენტირებული მართვის ახალ ინსტრუმენტებსა და მეთოდოლოგიას გაცნობოდნენ. მოდულის მიზანი იყო მონაწილეებისთვის პროექტის ინდიკატორების ცხრილის, ლოგიკური ჩარჩოსა და შედეგების ჯაჭვის ინსტრუმენტების გაცნობა.

პროგრამის ფარგლებში შერჩეულ ხუთ საპილოტე ორგანიზაციას უკვე ჩაუტარდა ორი ტრენინგ–მოდული სისტემური ცვლილებებისა და მონაწილეობის, ასევე პროექტის დაგეგმვის შესახებ.
პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, მოწვეული საერთაშორისო ექსპერტის ხელმძღვანელობით. ფინასურ მხარდაჭერას უზრუნველყოფს Bread for the World, „საზოგადოებრივი ორგანიზაციების გარემოს გაუმჯობესებისა და ეფექტურობის გაზრდა" პროექტის ფარგლებში.