მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება
5 თებერვალს, 13 საათზე, თბილისი-მერიოტში გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოვება.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უკვე მერვე წელია ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ. კონკურსის მიზანია საზოგადოებრივი საკითხების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივობის უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქების ხელშეწყობა.

კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;
მასალების მიღება დაიწყო 2013 წლის 1 ნოემბერს და გაგრძელდა 15 დეკემბრამდე. საკონკურსო მასალების რაოდენობამ 100-ს გადააჭარბა.
კონკურსში გამარჯვებული ჟურნალისტები გამოავლინა კომპეტენტურმა ჟიურიმ - ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის, სოსო სიმონიშვილის, ნანა საჯაიას და გურამ წიბახაშვილის შემადგენლობით.

გამარჯვებულებს კონკურსის დიპლომთან ერთად გადაეცემათ ფულადი პრემიები: 1000 ლარი - პირველი პრემია; 500 ლარი - მეორე პრემია და 250 ლარი - წამახალისებელი პრემია.