მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ჟურნალისტთა კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება
5 თებერვალს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ჟურნალისტთა კონკურსში გამარჯვებულები გამოავლინა და დააჯილდოვა.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი უკვე მერვე წელია ატარებს კონკურსს ჟურნალისტებისთვის, რომლებიც საზოგადოებრივ პრობლემებზე მუშაობენ. კონკურსის მიზანია  საზოგადოებრივი საკითხების, საზოგადოებრივი ორგანიზაციების საქმიანობის და სამოქალაქო აქტივობის უფრო ფართოდ და ღრმად გაშუქების ხელშეწყობა.


კონკურსი ტარდება შემდეგ ნომინაციებში:
საუკეთესო სტატია;
საუკეთესო სატელევიზიო სიუჟეტი;
საუკეთესო რადიო სიუჟეტი;
საუკეთესო ფოტო ნამუშევარი;


კონკურსის ჟიურიმ (ზვიად ქორიძის, დავით პაიჭაძის და სოსო სიმონიშვილის, ნანა საჯაიას და გურამ წიბახაშვილის შემადგენლობით) გამოავლინა გამარჯვებული ჟურნალისტები.

ჟიურის გადაწყვეტილებით,

საუკეთესო სტატიის ნომინაციაში პრიზები ასე გადანაწილდა:

ირმა კახურაშვილი - სტატია: შენელებული ნაღმის წამზომი ჩართულია
გაზეთი: Georgia Today პირველი პრემია (1000ლარი);
 
თათია ხალიანი - სტატია: დედები, რომლებზეც არავინ ზრუნავს (ჟურნალი: "ლიბერალი") მეორე პრემია (500 ლარი);
 
ეკა მაღალდაძე - სტატია: ხუდონჰესი - 35 წლიანი დილემა (ჟურნალი: "ლიბერალი") წამახალისებელი პრემია (250 ლარი).

 
საუკეთესო რადიო-სიუჟეტის ნომინაციაში გამარჯვებული არ გამოვლინდა და გაიცა მხოლოდ მეორე პრემია:
 
გოგა აფციაური - სიუჟეტი: ქართულ-ოსური სამშვიდობო პროექტები (რადიო თავისუფლება) (500 ლარი).
 

საუკეთესო ტელე-სიუჟეტის ნომინაციაში გამარჯვებულებად გამოცხადნენ
 
ნანა ნასყიდაშვილი - სიუჟეტი: ტაბაწყურის ტბა და მეთევზეთა გასაჭირი (სტუდია მონიტორი) პირველი პრემია (1000ლარი);
 
გიორგი გვიშიანი - სიუჟეტი: ადამიანთა სევდა (რუსთავი 2) მეორე პრემია (500 ლარი);
 
დათო აბრამიშვილი - სიუჟეტი: სამთავისის რესტავრაცია (რუსთავი 2) წამახალისებელი პრემია (250 ლარი).

საუკეთესო ფოტოს ნომინაციაში კი ადგილები ასე გადანაწილდა:
 
გია გოგატიშვილი - ფოტო-სერია: 17 მაისი, პირველი პრემია (1000ლარი);
 
ოლიკო ცისკარიშვილი - ფოტო-სერია: ოცნების ქალაქი, მეორე პრემია (500 ლარი).