მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონფერენცია „სახელმწიფოს მხარდაჭერა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის
12 თებერვალს კონფერენცია - „სახელმწიფოს მხარდაჭერა საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის" - გაიმართა.  
კონფერენციის მიზანი იყო საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარებისთვის სახელმწიფოს მხარდაჭერის კონცეფციის ჩარჩოს შემუშავება, რომელიც ხელს შეუწყობს სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურებას საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის, წაახალისებს სოციალურ ინტეგრაციას და შექმნის სოციალურ კაპიტალს ქვეყანაში.

ღონისძიება სამოქალაქო საზოგადოების დირექტორმა, ვაჟა სალამაძემ გახსნა და კონფერენციის მიზანზე ისაუბრა. ასევე მოხსენება გააკეთეს საქართველოს პარლამენტის წევრმა სერგო რატიანმა, ევროპული კავშირის დელეგაცია საქართველოში - წარმომადგენელმა სტეფან სტორკმა და მარკ ლასმანმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის ხელმძღვანელმა. 
კონფერენციის პირველი ნაწილი დაეთმო პრეზენტაციებს, რომლებიც არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის წარმომადგენლებმა გააკეთეს. სტუმრებმა ღონისძიების მონაწილეების კითხვებსაც უპასუხეს.

სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის განვითარების შესახებ პრეზენტაცია ესტერ ჰარტმა, არასამეწარმეო სამართლის ევროპული ცენტრის იურიდიულმა მრჩეველმა გააკეთა.  

კონფერენციაზე ისაუბრა ასევე ჰანა ასიპოვიჩმა, რომელმაც დამსწრეებს სახელმწიფოსა და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის თანამშრომლობის სტრატეგიების განვითარების ევროპული პრაქტიკა მოლდოვას მაგალითზე გააცნო. 

ღონისძიების მეორე ნაწილი მთლიანად დაეთმო ჯგუფურ მუშაობას. თავდაპირველად მონაწილეებისგან დაკომპლექტებულმა სამმა ჯგუფმა კონცეფციის ძირითადი ჩარჩო განსაზღვრეს და მისი პრეზენტაცია გააკეთეს.  

ჯგუფებში მუშაობის შედეგად განისაზღვრა ასევე მონიტორინგისა და შეფასების კრიტერიუმები პოლიტიკის დიალოგისთვის. 

კონფერენციის ბოლოს მოხდა ასევე სამუშაო ჯგუფის ფორმირება, რომელიც კონცეფციაზე მუშაობას გააგრძელებს.  

კონფერენციას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო, დონორი ორგანიზაციების და საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები. 

ღონისძიების ორგანიზატორი იყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), აღმოსავლეთ პარტნიორობის საქართველოს ეროვნული პლატფორმის „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ეფექტურობის" ჯგუფთაშორის ქვე–ჯგუფთან ერთად, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის და აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის პროგრამის („საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში") ფინანსური მხარდაჭერით.