მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

შეხვედრა აჭარის მთავრობასთან

10 ივნისს, რეგიონში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს შორის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. არჩილ ხაბაძემ და შეხვედრის სხვა მონაწილეებმა იმსჯელეს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა მთავრობის მიერ რეგიონში საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელება, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა უსაფრთხოება და კერძო ბიზნესის ინტერესებისაგან მისი დაცვა.

რეგიონში არსებული მესამე სექტორის წარმომადგენლები ჩართული არიან მთავრობასთან არსებული კომისიების მუშაობაში, ყველა ადგილობრივი პრობლემატური საკითხის მოგვარებასა და მოლაპარაკებებში. მთავრობის თავმჯდომარემ მოისმინა მათი მოსაზრებები სხვადასხვა აქტუალურ თემასთან დაკავშირებით.
აჭარის მთავრობასა და არასამთავრობო სექტორს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი შარშან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ინიციატივით გაფორმდა, რითაც დაფიქსირდა ხელისუფლებისა საზოგადოებრივი ორგანიზაციების მზაობა გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობის უზრუნველსაყოფად.