26 ივნისს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა წიგნის - „სამოქალაქო საზოგადოება" - პრეზენტაცია გამართა. პუბლიკაციაში შესულია ქართველ და მსოფლიო მოაზროვნეთა სტატიები, პუბლიცისტური წერილები და ესსეები სამოქალაქო საზოგადოებაზე.
ალმანახის პრეზენტაციასთან ერთად გაიმართა დისკუსია - „სამოქალაქო საზოგადოება საქართველოში". ღონისძიებას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სტუდენტები და სხვა დაინტერესებული პირები.
სტუმრებმა სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტისგან საჩუქრად წიგნი მიიღეს.
|