მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების კონცეფციის სამუშაო დოკუმენტის განხილვა
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI) რეგიონებში იწყებს საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო მხარდაჭერის კონცეფციის დოკუმენტის სამუშაო ვერსიის პრეზენტაციასა და განხილვას.

საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების სახელმწიფო კონცეფციის მიზანია ხელი შეუწყოს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების მექანიზმების ჩამოყალიბებას, საზოგადოების წინაშე არსებული გამოწვევების ერთობლივი დაძლევის მიზნით.

კერძოდ, გააძლიეროს საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის ხარისხი ქვეყანაში მიმდინარე პროცესების დაგეგმვის, განხორციელების, მონიტორინგისა და შეფასების პროცესში; შექმნას სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინსტიტუციური და ფინანსური მხარდაჭერის  მექანიზმების ჩამოყალიბების საკანონმდებლო საფუძველი; მხარი დაუჭიროს მოხალისეობაზე დაფუძნებული საზოგადოებრივი ინიციატივების წარმოჩენას, გამრავალფეროვნებასა და განვითარებას სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებისა და ქვეყანაში შესაბამისი სოციალური კაპიტალის შექმნის მიზნით.

შეხვედრების განრიგი:
თელავი – 9 ივლისი, 12:00 საათი, თელავის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
გორი – 10 ივლისი, 12:00 საათი, გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ახალციხე – 11 ივლისი, 12:00 საათი, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ქუთაისი – 14 ივლისი, 13:00 საათი, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ზუგდიდი – 15 ივლისი, 12:00 საათი, ზუგდიდის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ოზურგეთი – 16 ივლისი, 12:00 საათი, ოზურგეთის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ბათუმი – 18 ივლისი, 11:00 საათი, ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ შემდეგ ელ–მისამართზე: eka@civilin.org