მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სი-ეს-აი საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსში
აშშ–ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ გამოაქვეყნა „საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსი 2013". ორგანიზაცია დოკუმენტს 1997 წლიდან ყოველწლიურად აქვეყნებს. მასში საუბარია საზოგადოებრივი ორგანიზაციების მდგრადობის, განვითარების, გარემოს, ფინანსური შესაძლებლობების და ა.შ. შესახებ. ცენტრალური, აღმოსავლეთ ევროპის და ევრაზიის ქვეყნების საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსი, სხვა ქვეყნებთან ერთად მოიცავს საქართველოში საზოგადოებრივი ორგანიზაციების განვითარების ინდექსაც.

გასული წლების მსგავსად, დოკუმენტში საუბარია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ განხორციელებული აქტივობებზე. მათ შორის, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და პარლამენტს შორის გაფორმებული მემორანდუმზე, ასევე სი-ეს-აის მიერ ლობირებული საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომლებიც გულისხმობდა ტერმინის - „შემოწირულობა" - განმარტების დაზუსტებას საგადასახადო კოდექსში. აგრეთვე, დოკუმენტში საუბარია საგადასახადო კოდექსის ცვლილებაზე, რომელიც ორგანიზაციის მიერ ფიზიკური პირისთვის უსასყიდლოდ გადაცემულ ქონებაზე ათავისუფლებს საშემოსავლო გადასახადისგან, თუ მისი ღირებულება არ აღემატება 1000 ლარს წელიწადში.