მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში

თბილისი. 19 სექტემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პროექტის - „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”- ფარგლებში სამუშაო შეხვედრა გამართა.

ღონისძიების მიზანი იყო რეგიონული განვითარების პროგრამის პრეზენტაცია: ძირითადი მიზნების, მიმართულებებისა და კონკურსის პირობების აუდიტორიისთვის გაცნობა; პროგრამის პირველი ეტაპის თემების განხილვა: საკონკურსო თემების მიზნების წარდგენა და პროექტის მმართველი საბჭოს მოლოდინების გაცნობა; პროგრამის მეორე ეტაპის პოტენციური თემების განსაზღვრა და პროექტის მმართველის საბჭოსთვის შეთავაზება; რეგიონული განვითარების სფეროში მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა.

შეხვედრას დაესწრნენ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ევროკავშირის წარმომადგენლები, ასევე  რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის; განათლების და მეცნიერების; ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები.