19 ოქტომბერს, სამოქალაქო
საზოგადოების ინსტიტუტმა ახალგაზრდებთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მონაწილეებმა ისაუბრეს არსებულ პრობლემებზე,
გამოწვევებზე, ასევე შესაძლებლობებზე და დადებით ფაქტორებზე.
დასახელებული პრობლემებიდან
ახალგაზრდებმა გამოყვეს მათთვის სამი ყველაზე მნიშვნელოვანი: უმუშევრობა, გარემოს
დაბინძურება და სამეცნიერო ლიტერატურის ქართულ ენაზე არ არსებობა, ასევე ისაუბრეს ამ
პრობლემების გამომწვევ მიზეზებსა და გადაჭრის გზებზე.
შეხვედრას ესწრებოდა სხვადასხვა
უნივერსიტეტისა და ორგანიზაციის 20-მდე წარმომადგენელი. სი-ეს-აი მადლობას უხდის
ყველას აქტიურობისა და საინტერესო პროცესისათვის. |