მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა ონლაინ სასწავლო პროგრამაზე აპლიკანთა შერჩევა დაასრულა
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა e-learning.ge - ზე ონლაინ კურსების გავლის მსურველები შეარჩია. სწავლების პირველ ციკლზე რეგისტრაციის სურვილი 900-ზე მეტმა აპლიკანტმა გამოთქვა. აპლიკაციების განხილვის შედეგად, სი-ეს-აიმ თითო კურსზე 40 მსმენელი დაარეგისტრირა.

შერჩევის ერთ-ერთი კრიტერიუმი საქმიანობის სფერო იყო - უპირატესობა მიენიჭათ საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებსა და სტუდენტებს. მნიშვნელოვანი კრიტერიუმი იყო ასევე გეოგრაფიული არეალი, ონლაინ კურსებზე დარეგისტრირებული მსმენელების 75% რეგიონებს წარმოადგენს.

ონლაინ კურსების გავლა რეგისტრაციის გარეშე, თავისუფალი მსმენელის სტატუსითაც არის შესაძლებელი. e-learning.ge - ზე სწავლა 27 ოქტომბერს იწყება. 

ონლაინ სწავლების მეორე ციკლი კი გაზაფხულზე გამოცხადდება.

შეგახსენებთ, e-learning.ge- ონლაინ კურსებს გთავაზობთ ოთხ საგანში - საჯარო პოლიტიკის ანალიზი, კვლევის მეთოდები, საჯარო ფინანსები და ადვოკატირება ლობირება.