მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
4 დეკემბერს, საბურთალოს რაიონის გამგეობის შენობაში გაიმართა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერა საბურთალოს რაიონის გამგეობასა და სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტს შორის. მემორანდუმი ითვალისწინებს საბურთალოს რაიონში საზოგადოებრივი საბჭოების შექმნას.

საზოგადოებრივი საბჭო იქნება საბურთალოს გამგეობასთან არსებული სათათბირო ორგანო. იგი იმოქმედებს საზოგადოებრივ საწყისებზე და ხელს შეუწყობს  თვითმმარ-თველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობას, სამოქალაქო ინიციატივების, რეკომენდაციების, მოსაზრებების შემუშავებასა და წარდგენას.  
საბჭო დაკომპლექტდება საბურთალოს რაიონში მცხოვრები 16 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებით, ბიზნეს, მედია და საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებით. საბჭოში მოქალაქეთა შერჩევა მოხდება კონკურსის საფუძველზე.
საზოგადოებრივი საბჭოს წევრობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 2015 წლის  1 თებერვლიდან და საბჭოს პირველი სხდომა გაიმართება  2015 წლის 15 მაისს
სულ შეიქმნება საზოგადოებრივი სამი საბჭო, საბურთალოს რაიონის შემდეგ 3 ტერიტორიულ ერთეულში - უბანში: 
ა) დიღომი, ვაშლიჯვარი; 
ბ) ვეძისი, ყაზბეგი, გოთუა, საბურთალოს ქუჩა;
გ) კოსტავა, ბახტრიონი, დოლიძე, ხილიანი.
პროექტი განხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის და საბურთალოს რაიონის გამგეობის ურთიერთთანამშრომლობით და ფონდ "ღია საზოგადოება -  საქართველოს" მხარდაჭერით.