მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ცვლილებები საგადასახადო კოდექსში
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი გაცნობებთ, რომ 2014 წლის 12 დეკემბერს საქართველოს საგადასახადო კოდექსში შეტანილი იქნა ცვლილება (საგადასახადო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლ ნაწილის ბ2 პუნქტი), რომლის თანახმადაც  საშემოსავლო გადასახადის გადახდისაგან თავისუფლდებიან ის ფიზიკური პირები, რომლებიც მკურნალობის ან სამედიცინო მომსახურების ხარჯების დაფინანსების მიზნით სარგებელს მიიღებენ საქველმოქმედო ორგანიზაციის სტატუსის მქონე იურიდიული პირისგან. ცვლილებებამდე არსებული რედაქციის თანახმად საქველმოქმედო ორგანიზაციის მიერ ფიზიკური პირისათვის გაცემული თანხა, რომელიც მიზნად ისახავდა მკურნალობის ან სამედიცინო ხარჯების დაფინანსებას 20% იანი საშემოსავლო გადასახადით იბეგრებოდა რაც საგრძნობლად ართულებდა და აძვირებდა ქველმოქმედებას.