მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საზოგადოებრივი საკონსულტაციო საბჭო საბურთალოს რაიონის გამგეობასთან
თბილისი. ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოსა" (OSGF) და თბილისი საბურთალოს რაიონის გამგეობის მხარდაჭერით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ახორციელებს პროექტს რომლის ფარგლებშიც ყალიბდება საზოგადოებრივი - საკონსულტაციო საბჭო საბურთალოს რაიონის გამგეობასთან. საბჭო წარმოადგენს ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმს, რომელიც საშუალებას მისცემს მოქალაქეებს, მედია, ბიზნეს და საზოგადოებრივ ორგანიზაციებს ჩაერთონ რაიონის და ქალაქის მართვაში, მონაწილეობა მიიღონ მოქალაქეთათვის მნიშვნელოვანი ადგილობრივი საკითხების გადაწყვეტაში, წარადგინონ თავიანთი წინადადებები და მოსაზრებები გამგეობის წინაშე.

საბჭო დაკომპლექტდება 21 წევრით, შემდეგი განაწილებით: 10 - საბურთალოს რაიონის ტერიტორიაზე მაცხოვრებელი მოქალაქე 2 - ბიზნეს ორგანიზაციის წარმომადგენელი; 2- მედია ორგანიზაციის წარმომადგენელი; 2 - საზოგადოებრივი ორგანიზაციის წარმომადგენელი.
სულ შეიქმნება 3 ასეთი საბჭო. საბჭოს საქმიანობაში ჩართვით დაინტერესებულ ორგანიზაციებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ: ტელეფონი: 577949829, ელ–ფოსტა: archil@civilin.org
დამატებითი ინფორმაცია პროექტის შესახებ შეგიძლიათ იხილეთ ბმულზე