მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ონლაინ სასწავლო კურსების I კურსდამთავრებულები
19 თებერვალს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI) დისტანციური სწავლების პირველ კურსდამთავრებულებს სერთიფიკატები გადაეცათ. ონლაინ სწავლების პირველი ციკლი ორ საგანს – კვლევის მეთოდებს და საჯარო პოლიტიკის ანალიზს მოიცავდა. დისტანციური სწავლების კლასიკურ მოდელზე აგებულ აღნიშნულ კურსებზე სწავლა 27 ოქტომბერს დაიწყო და 28 დეკემბერს დასრულდა. კურსზე დარეგისტრირებული იყო 80 სტუდენტი. კვლევის მეთოდებს უძღვებოდა იაგო კაჭკაჭიშვილი, ხოლო საჯარო პოლიტიკის ანალიზს ქეთი მელიქაძე.

კურსდამთავრებულებმა აღნიშნეს, რომ დისტანციური სწავლების მეთოდი საკმაოდ მოსახერხებელია ცოდნის გაღრმავებისთვის, განსაკუთრებით რეგიონში მცხოვრები მოქალაქეებისთვის. ისინი კმაყოფილნი არიან ვიდეო–ლექციებისა და საკითხავი ლიტერატურის ხარისხით.
ამ ეტაპზე, ციკლის კიდევ ორ კურსზე მიმდინარეობს სწავლება – ადვოკატირება და ლობირება (კურსს უძღვება ვაჟა სალამაძე), საჯარო ფინანსები (კურსს უძღვებიან მიშა ძაგანია და ოთარ კიკვაძე). ორივე კურსზე ჩარიცხულია 90 სტუდენტი.
შეგახსენებთ, რომ ონლაინ კურსების გავლა შეუძლიათ როგორც საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს, ასევე სტუდენტებს. სწავლების მეორე ციკლი გაზაფხულიდან დაიწყება.