მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აცხადებს განაცხადების მიღებას შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის პროგრამაზე

თუ თქვენ :
ხართ საზოგადოებრივი (არასამთავრობო) ორგანიზაციის ზედა, საშუალო თუ ქვედა რგოლის მენეჯერი, უბრალო წევრი ან რიგითი თანამშრომელი;
გაინტერესებთ განვითარებაზე ორიენტირებული საქმიანობის საერთაშორისო სტანდარტები, უახლესი ტენდენციები და მიდგომები;
გსურთ გაიღრმავოთ პროექტის/ პროგრამის მართვის (დაგეგმვის, მონიტორინგის და შეფასების)პრაქტიკული უნარ-ჩვევები;
გინდათ გახდეთ სერთიფიცირებული „პროექტის მენეჯერი"

მაშინ საშუალება გეძლევათ:

ჩაერთოთ შედეგზე ორიენტირებული პროექტის მართვის პროგრამაში, რომელიც 5 ტრენინგ მოდულისგან შედგება:

  • სისტემური ცვლილება; სისტემურ ცვლილებაზე ორიენტირებული პროექტის/პროგრამის დაგეგმვა;
  • ცვლილების ინდიკატორები;
  • პროექტის მართვის ციკლი;
  • მონიტორინგის და შეფასების სისტემა;
  • მონაწილეობითი ფასილიტაცია (მონაწილეობითი ინსტრუმენტების გაცნობა და გამოყენება პროექტის დაგეგმვის, განხორცილების, მონიტორინგის და შეფასების ეტაპებზე).
სწავლების პერიოდში და შემდგომ, მიიღოთ საერთაშორისო კონსულტანტის მიერ პერსონალური ინსტრუქტაჟი და კონსულტაციები.

პროგრამის განრიგი და ადგილი:

პროგრამა ძირითადად განკუთვნილია რეგიონალური ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. იგი განხორციელდება 2015 წლის მაისი-ნოემბრის პერიოდში. სემინარები ჩატარდება შემდეგ ქალაქებში: გორი, ქუთაისი და ბათუმი. სხვა რეგიონის საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლებს ასევე ექნებათ საშუალება დარეგისტრირდნენ პროგრამაზე მათთვის მოსახერხებელი ადგილის მითითებით.

II მოდული სისტემური ცვლილება;
სისტემურ ცვლილებაზე ორიენტირებული პროექტის/პროგრამის დაგეგმვა
მაისი, 2015
III მოდული ცვლილების ინდიკატორები ივნისი, 2015
IV მოდული პროექტის მართვის ციკლი სექტემბერი, 2015
V მოდული მონიტორინგის და შეფასების სისტემა ოქტომბერი, 2015
VI მოდული მონაწილეობითი ფასილიტაცია ნოემბერი,2015


პროგრამაში მონაწილეობა უფასოა.
მონაწილეებს, რომლებიც სრულად გაივლიან პროგრამას და დააკმაყოფილებენ შეფასების სტანდარტებს გადაეცემათ სპეციალური სერთიფიკატი.

პროგრამის მსვლელობისას მონაწილეები უზრუნველყოფილი იქნებიან ყავის შესვენებით და სადლით. პროგრამაში მონაწილეობისგან დაკავშირებული სხვა შესაძლო ხარჯი (მაგ.: ტრანსპორტირება, ღამისთევა და სხვა ) ეკისრება მონაწილეს.

რეგისტრაცია

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 28 მარტი, 2015 წელი.
პროგრამაზე რეგისტრაციის მსურველებმა შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა და მეილზე tamar@civilin.org გამოაგზავნეთ ორგანიზაციის მხარდაჭერის წერილი ნიმუშის მიხედვით.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში მოგვმართეთ: (995 32) 2 36 36 00

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ პროგრამაზე მონაწილეთა მიღება შეზღუდულია. შერჩევას მოახდენს სპეციალური კომისია. შერჩევისას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება აპლიკანტის სამოტივაციო განაცხადს, სრულად შევსებულ აპლიკაციის ფორმას მხარდაჭერის წერილის ჩათვლით.