მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

რეგიონული განვითარების პროგრამა - GARF-RD
მოწვევა კონკურსში - საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება რეგიონული განვითარების სფეროში
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (Civil Society Institute - CSI) საქართველოში მოქმედ ყველა კვლევით ორგანიზაციას (უნივერსიტეტები, ანალიტიკური ცენტრები, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები) იწვევს კონკურსში „საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადება რეგიონული განვითარების სფეროში", რომელიც ტარდება რეგიონული განვითარების პროგრამის (GARF – RD) ფარგლებში. პროგრამა ხორციელდება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ, ევროკომისიის მისიის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან კოორდინაციით. პროგრამის მთავარი მიზნებია: 

ა) 10 საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადება ორი მიმართულებით: ა) რეგიონული პოლიტიკის მართვა, ადგილობრივი თვითმმართველობა და რეგიონების კონკურენტუნარიანობა; ბ) პოლიტიკების ტერიტორიული ზეგავლენის ანალიზი.

ბ)  რეგიონული განვითარების სფეროში მომუშავე ანალიტიკური ცენტრების ურთიერთდაკავშირება და შემუშავებული ხედვების ხელისუფლებასთან განხილვა.
პროგრამის პირველი ეტაპი დასრულდა და პირველი ხუთი საჯარო პოლიტიკის დოკუმენტი მზადაა. მეორე ეტაპი, ღია კონკურსის გამოცხადებით, ითვალისწინებს საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებას რეგიონული განვითარების სფეროში 5 მიმართულებით:

  1. სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში;
  2. რეგიონთაშორისი და მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობა და კლასტერული განვითარების შესაძლებლობები;
  3. სივრცითი მოწყობა და რეგიონული განვითარება;
  4. შესაძლებლობების განვითარება სუბ-ნაციონალურ დონეზე;
  5. რეგიონული განვითარების პოლიტიკების ფინანსური უზრუნველყოფა.

თითოეული საჯარო პოლიტიკის დოკუმენტის მომზადების ღირებულება შეადგენს 9,000 ევროს ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში. კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, გთხოვთ, გაეცნოთ თანდართულ ტექნიკური დავალების დოკუმენტს (Terms of Reference - TOR).
საკონკურსო განაცხადების გამოგზავნის ბოლო ვადაა 10 მაისი.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ეკატერინე დანელია,
პროგრამის კოორდინატორი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი
eka@civilin.org