მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

გამარჯვებული პროექტები გამოვლენილია
დასრულდა საგრანტო განაცხადების განხილვა. საგრანტო კონკურსი 7 აპრილს გამოცხადდა და 30 აპრილს დასრულდა. კონკურსში მოწვეული იყო 13 არასამთავრობო ორგანიზაცია, რომლებსაც ონლაინ სასწავლო პროგრამის ფარგლებში მიღებული ქონდათ ორი სერთიფიკატი.
საგრანტო კონკურსში სულ შემოვიდა 7 საპროექტო განაცხადი. საგრანტო კომისიამ რომლის წევრებიც იყვნენ ონლაინ სასწავლო კურსების ლექტორები: იაგო კაჭკაჭიშვილი, ქეთი მელიქაძე, ოთო კიკვაძე, ვაჟა სალამაძე და მოწვეული ექსპერტი დათო ლოსაბერიძე, 3 გამარჯვებული პროექტი გამოავლინა:

1. ქუთასის განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი- „შშმ პირთა უფლებების დაცვა და განხორციელება"
2. ნაბიჯი მომავლისკენ- „ერთად დავამარცხოთ C ჰეპატიტი"
3. კავშირი ორიონი- „შშმ პირთა საჭიროებების გამოკვლევა და ადვოკატირება"
შეგახსენებთ რომ ქვეგრანტები გაიცემა ონლაინ სასწავლო პროგრამის ფარგლებში. სწავლების II ციკლის დასრულების შემდეგ კვლავ გამოცხადდება საგრანტო კონკურსი. ქვეგრანტის მოცულობა 11 000 ლარია.