მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

ონლაინ სწავლების ახალი კურსი: საარჩევნო სამართალი
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით დაიწყო ონლაინ სწავლების ახალ კურსზე მუშაობა. „საარჩევნო სამართალი" ასე ჰქვია კურსს, რომლის მიზანია დისტანციური სწავლების მეთოდის საშუალებით ხელი შეუწყოს პოლიტიკური გაერთიანებების აქტივის გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას საარჩევნო თემატიკაზე.

ონლაინ პლატფორმა – www.e-learning.ge – საშუალებას მისცემს პარტიების რეგიონულ წარმომადგენლებს გაიარონ კურსი, რომელიც მოიცავს საარჩევნო პროცესის და კენჭისყრის დღის რეგულირების ყველა პრაქტიკულ დეტალს, რაც საშუალებას მისცემს პოლიტიკურ პარტიებს საჭირო ცოდნით აღჭურვონ, გადაამზადონ საკუთარი კადრები და მოამზადონ არჩევნებისთვის.
 
 
საარჩევნო სამართლის ონლაინ კურსისთვის ვიდეო–ლექციების ჩაწერის პროცესი უკვე დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა. კურსს თენგიზ თევზაძე უძღვება.