მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

cssi

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

„საარჩევნო სამართალი“ – ონლაინ სწავლების ახალი კურსი უკვე მზადაა...
თბილისი. სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა დაასრულა დისტანციურ სწავლების მეთოდზე აგებული ახალი კურსის – „საარჩევნო სამართლის" მომზადება. 13 ვიდეო–ლექცია, შესაბამისი ტესტები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა: თავისუფალი არჩევნების იდეა წარმომადგენლობითი დემოკრატიის თეორიებში, საქართველოს საარჩევნო სისტემა, საარჩევნო ადმინისტრაცია, ამომრჩეველთა სიები, საარჩევნო სისტემები საქართველოში, არჩევნების მონიტორინგი, კენჭისყრის დღე, საარჩევნო დავები და ა.შ.

ონლაინ ახალი კურსის მიზანია ხელი შეუწყოს პოლიტიკური გაერთიანებების წარმომადგენლების გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას საარჩევნო საკითხებზე.
ონლაინ პლატფორმა – www.e-learning.ge – საშუალებას აძლევს პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს დროის ნაკლები დანახარჯითა და სამუშაოს პარალელურად, მათთვის მოსახერხებელ დროს აიმაღლონ კვალიფიკაცია და მოემზადონ არჩევნებისთვის.
საარჩევნო სამართლის კურსზე სწავლა სექტემბერში დაიწყება.

სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი აღნიშნულ სასწავლო კურსს ცენტრალური საარჩევნო კომისიის და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის მხარდაჭერით ახორციელებს.