მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

საგრანტო კონკურსის განაცხადი
 
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი, „საზოგადოებრივი ორგანიზაციები უკეთესი რეფორმებისათვის" პროექტის ფარგლებში, აცხადებს მცირე საგრანტო კონკურსს
 
კონკურსის მიზანია ქვეყნის დემოკრატიული განვითარების პროცესში საზოგადოებრივი ორგანიზაციების მონაწილეობის გაძლიერება და პოლიტიკის დიალოგში მათი ჩართულობის ხელშეწყობა.
 

კონკურსში მონაწილეობა:

კონკურსში მონაწილეობა  შეუძლიათ მხოლოდ იმ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, რომელთა წარმომადგენელსაც ელექტრონული სწავლების პროგრამაში მიღებული აქვს სერთიფიკატი (ორგანიზაციას ჯამში უნდა უნდა ჰქონდეს მინიმუმ ორი სერთიფიკატი). გრანტები გაიცემა იმ პროექტებზე, რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან ამა თუ იმ საზოგადოებრივი პრობლემის გამოვლენაზე (კვლევის ან მონიტორინგის საშუალებით) და/ან მოგვარებაზე (ადვოკატირება-ლობირების ან  პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავების გზით).
 
 
საკონკურსო მოთხოვნები:
  • საპროექტო განაცხადი უნდა შეესაბამებოდეს ელექტრონული სწავლების პროგრამაში   წარმოდგენილი კურსების თემატიკას:
  საჯარო პოლიტიკის ანალიზი
  სოციალური კვლევის მეთოდები
  საჯარო ფინანსების მონიტორინგი
  ადვოკატირება-ლობირება
  • საკონკურსოდ წარმოდგენილ პროექტში უნდა ჩანდეს  ელექტრონული  კურსებიდან მიღებული თეორიული ცოდნის  პრაქტიკაში გამოყენება. თქვენი საპროექტო განაცხადი შესაძლოა ეხებოდეს  ადვოკატირების, ან ლობირების კამპანიის განხორციელებას, როგორც ადგილობრივ ისე ცენტრალურ დონეზე, საზოგადოებრივ პრობლემაზე პოლიტიკის დოკუმენტის შექმნას და რეკომენდაციების შემუშავებას. თქვენთვის საინტერესო სოციალურ პრობლემაზე, რაოდენობრივი ან თვისებრივი კვლევის ჩატარებას. ასევე რომელიმე უწყების ან პროგრამის ბიუჯეტის მონიტორინგს და ა.შ.

საკონკურსო პირობები:
  • საგრანტო განაცხადი უნდა წარმოადგინოთ ქართულ ენაზე, ელექტრონული სახით, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ  დადგენილი  ფორმატის შესაბამისად (იხ. დოკუმენტები: სააპლიკაციო ფორმა და პროექტის ბიუჯეტის ფორმატი)
  • მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს  11 000 ლარს . გთხოვთ გაითვალისწინოთ რომ თანხის ჩარიცხვა მოხდება ორ ტრანშად, მათ შორის 10% საბოლოო ანგარიშის წარმოდგენის შემდგომ.
  • პროექტის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 4 თვეს (2016 წლის მარტის ჩათვლით)

გარდა განაცხადის ფორმით გათვალისწინებული კომპონენტებისა იგი უნდა შეიცავდეს შემდეგ  ინფორმაციას:
  • უნდა მიეთითოს პროექტის დირექტორის, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის წევრებისა და მონაწილეების ბიოგრაფიები (CV), პროექტის განხორციელებისას მათი პასუხისმგებლობებისა და შესასრულებელი სამუშაოს მოცულობის მითითებით;
  • თუ პროექტით გათვალისწინებულია ექსპერტების მოწვევა, საჭიროა მიეთითოს მათი ვინაობა, პროფესიული გამოცდილება, რა საკითხებზე იმუშავებენ, რა დროით და ა.შ.

კონკურსში მონაწილეთა საპროექტო განაცხადები მიიღება  ელექტრონული სახით შემდეგ მისამართზე: tamar@civilin.org  განცხადებების მიღების ბოლო ვადაა 2015 წლის  16 ნოემბერი 18:00სთ.

პროექტები მიღებულად ჩაითვლება მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მიერ დოკუმენტაციის მიღების დადასტურების შემდეგ. წინააღმდეგ შემთხვევაში პრეტენზიები არ მიიღება. შემოტანილი პროექტი განმცხადებელს არ დაუბრუნდება.

გამარჯვებულ საპროექტო განაცხადებს გამოავლენს სპეციალური კომისია, წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისად. იხ. თანდართული დოკუმენტი.
 კონკურსის შედეგები გამოქვეყნდება ვებ გვერდებზე:  www.civilin.org
   
საგრანტო კონკურსთან დაკავშირებული საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართება მიმდინარე წლის 10 ნოემბერს 13:00 სთ-ზე სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ოფისში:  ქ. თბილისი, 26 მაისის მოედანი #2, V სართული

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით:
Tel:  (995 32) 2 36 36 00  - თათა ბოჭორიშვილი
E-mail: tamar@civilin.org