მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

სამუშაო შეხვედრა რეგიონული განვითარების პროგრამის ფარგლებში
თბილისი. 2015 წლის 5 ნოემბერს, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტმა პროექტის - „გამოყენებითი კვლევების ხელშეწყობა საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის”- ფარგლებში მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.
ღონისძიების მიზანი იყო რეგიონული განვითარების პროგრამის მეორე ეტაპზე შემუშავებული პოლიტიკის დოკუმენტების სამუშაო ვერსიების განხილვა, რეგიონული განვითარების სფეროში მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციების ურთიერთთანამშრომლობის ხელშეწყობა და პროგრამის პირველი ეტაპის შედეგების შეფასება.  

რეგიონული განვითარების პროგრამის პირველი ეტაპი პოლიტიკის დოკუმენტების პირველი ნაკრების პუბლიკაციის დაბეჭდვით დასრულდა. მეორე ეტაპი ითვალისწინებს რეგიონული განვითარების ხუთ სფეროში საჯარო პოლიტიკის დოკუმენტების მომზადებას, ესენია:  

  • სახელმწიფო სტანდარტები და ტექნიკური რეგლამენტები მუნიციპალიტეტის საკუთარი და დელეგირებული უფლებამოსილებების სფეროში
  • რეგიონთაშორისი და მუნიციპალიტეტთაშორისი თანამშრომლობა და კლასტერული განვითარების შესაძლებლობები
  • სივრცითი მოწყობა და რეგიონული განვითარება
  • შესაძლებლობების განვითარება სუბ-ნაციონალურ დონეზე
  • რეგიონული განვითარების პოლიტიკების ფინანსური უზრუნველყოფა
შეხვედრას დაესწრნენ პოლიტიკის დოკუმენტებზე მომუშავე ანალიტიკური ორგანიზაციების წარმომადგენლები, სფეროს ექსპერტები, ასევე რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაბამისი უწყებების თანამშრომლები.
სამუშაო შეხვედრა აქტიური დისკუსიების ფონზე მიმდინარეობდა. თემებზე მომუშავე ექსპერტთა ჯგუფებმა წარადგინეს პოლიტიკის დოკუმენტების პირველადი ვერსიები და აუდიტორიისგან მოისმინეს რეკომენდაციები და კომენტარები, რომელთა გათვალისწინებაც პროგრამის ფარგლებში მათი შემდგომი საქმიანობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. როგორც შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა აღნიშნეს, თემატური განხილვები მათთვის დროული და ნაყოფიერი აღმოჩნდა.