მთავარი ჩვენ შესახებ პროექტები კვლევები პუბლიკაციები დონორები პარტნიორები
პროგრამები:
სამართლის
სამოქალაქო საზოგადოების
ეფექტური მმართველობის
საჯარო პოლიტიკის
ეკონომიკური განვითარების

რესურსები:
იურიდიული დახმარება
თვითმმართველობა
ვიდეო გალერეა
დაგვიკავშირდით


e-learning.ge

Open Forum for CSO Development Effectiveness

აღმოსავლეთის პარტნიორობა - საქართველო

    Facebook  

კონკურსი განაცხადის მიღების თაობაზე
ქვე გრანტირების მექანიზმი პროექტის ''გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელარუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში''
ორგანიზაცია "საბინაო მეურნეობის ინიციატივა აღმოსავლეთ ევროპაში" (IWO www.iwoev.org ) საერთაშორისო პარტნიორთან სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის (CSI www.civilin.org) ბათუმის ფილიალთან ერთად აცხადებს კონკურსს ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „გზად საბინაო სექტორის რეფორმებისაკენ: ბინათმესაკუთრეთა გაერთიანებების პოტენციალის ამაღლება აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში” ფარგლებში; აღნიშნული პროექტის მიზანია გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობები საცხოვრებელ/სბინაო სექტორში აზერბაიჯანში, ბელორუსიაში, საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში.

კონკურსის ფარგლებში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ არასამთავრობო ორგანიზაციებს, აკადემიურ ინსტიტუტებს ან/და მათ კონსორციუმებს; კონკურსის მიზანია ჩამოყალიბდეს ინფორმაციის გავრცელებისა და ტექნიკური მხარდაჭერის ძლიერი პუნქტი, რათა დაეხმარონ ბინათმესაკუთრეებს ჩამოაყალიბონ და მართონ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობები (ბმა);
შესაბამისად, მოცემული კონკურსის მიზანია ბათუმში შეიქმნას და გაძლიერდეს რესურსცენტრი (Technical Advisory Centre - TAC), რომლიც განახორციელებს შესაბამისი სამიზნე ჯგუფების მხარდაჭერას რათა ხელი შეუწყოს მათი ცოდნის ამაღლებას საბინაო მეურნეობის საკითხებში;
რესურს-ცენტრის მიზნები და ამოცანები:
  • მოქალაქეების ინფორმირებულობის და ცნობიერების დონის ამაღლება მესაკუთრეთა ქონებრივი უფლებების საკითხებზე, რაც ბმა-ს შექმნისა და საქმიანობის ძირითადი პრინციპებია;
  • სასწავლო სემინარების და ტრენინგების ჩატარება ბმა-ს შექმნის და საქმიანობის საკითხებზე;
  • ყოველდღიური კონსულტაციების გაწევა "ცხელი ხაზის" საშუალებით;
  • საგანმანათლებლო საქმიანობების გატარება ბუღალტრებისათვის;
  • ბმა-ს დახმარება შეხვედრების ორგანიზებასა და მოწყობაში, აუცილებლობის შემთხვევაში კი ასეთ შეხვედრებში მონაწილეობა;
  • ინდივიდუალური კონსულტაციების გაწევა და მოქალაქეთა ადგილებზე განათლება;
  • რეკომენდაციების შესამუშავებლად ხელისუფლების, არასამთავრობო ორგანიზაცებისა და ბმა-ების ძალისხმევის გაერთიანება კანონმდებლობაში განსახორციელებელ ცვლილებებთან დაკავშირებით ;
  • საუკეთესო პრაქტიკის პოპულარიზაცია ბმა-ების პარტნიორ ქალაქებში;
  • პარტნიორ-ქალაქებში ურთიერთთანამშრომლობის დამყარება საერთაშორისო ფონდებთან და ორგანზაციებთან ბმა-ების განვითარებისათვის ორგანიზაციული და ფინანსური დახმარების გაწევის გზით.
  1. ქვე გრანტის სახელმძღვანელო;
  2. სააპლიკაციო ფორმა (Annex A);
  3. ბიუჯეტის ნიმუში (Annex B);
  4. იურიდიული პირის უწყისი - Legal entity Sheet(Annex C)
  5. ფინანსური იდენტიფიცირების ფორმა(Annex D);
საინფორმაციო შეხვედრები პოტენციურ აპლიკანტებთან გაიმართება სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის ბათუმის ფილიალის მიერ ქვემოთ მოცემული ცხრილის შესაბამისად
თარიღი
დრო
ადგილი
08/12/2015
12:00 -13:00 საათი
ბათუმის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი
ფარნავაზ მეფის ქ.62/64

10/12/2015 12:00-13:00 საათი
ბათუმის მუნიციპალიტეტის სხდომათა დარბაზი
მის: ლუკა ასათიანის 25

დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ:
სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი ბათუმის ფილაილი
დირექტორი: ნათია აფხაზავა
მისამართი: მელიქიშვილის ქუჩა #59 ბ18, ბათუმი საქართველო
ტელეფონი: 599 777 185
ელ-ფოსტა: natia@civilin.org